რატომ ფიქრობს „ფიფას” პრეზიდენტი, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დრეიკის გამოსვლა კარგი იდეაა 

ჯანი ინფანტინომ კომენტარი დრეიკისა და კენდრიკ ლამარის კონფლიქტზეც გააკეთა.
დრეიკი
Robert Okine/Getty Images

როცა გასულ წელს 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები გამოცხადდა, კანადას ტორონტოში დაბადებული დრეიკი წარმოადგენდა, რომელიც ახლა, შესაძლოა, ჩემპიონატის გამომსვლელიც გახდეს.

Fox 5-ის ეთერში „ფიფას” პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველ Halftime Show-ზე სწორედ კანადელი რეპერის გამოსვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„შესანიშნავი იდეა მაქვს Halftime Show-სთვის – დრეიკი,” – თქვა მან. „რადგანაც Super Bowl-ი მასზე კენდრიკ ლამარის თავდასხმა იყო. ასე რომ, შეგვიძლია მცირე მეტოქეობა შევქმნათ. ეს კარგი იდეაა. რეალურად, დრეიკი ჩვენთან ერთად იყო, როცა მასპინძელი ქალაქები გამოვაცხადეთ. მისი ნომერიც უნდა მქონდეს სადღაც შენახული.” 

ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატზე დაგეგმილ Halftime Show-ს, რომელსაც ორგანიზებას Coldplay-ს კრის მარტინი უწევს, უკვე უწოდა ისტორიაში საუკეთესო Halftime Show.

„ბევრს ვფიქრობთ. ჩვენ 2 მილიარდი მაყურებელი გვყავს მსოფლიოს ყველა წერტილიდან. ეს Super Bowl-ზე 20-ჯერ მეტია. ასე რომ, ძალიან აღტაცებული ვართ ამით. უნდა უყუროთ, ეს სიურპრიზი იქნება…”

ჩემპიონატის პირველი თამაშის მასპინძელი 2026 წლის 12 ივნისს სწორედ ტორონტო იქნება. „კანადა, მთლიანობაში, შთამბეჭდავად მრავალფეროვანია. თუმცა ტორონტოში იმდენი განსხვავებული კულტურული გამოცდილებაა, რომ როცა აქ მსოფლიო ჩამოვა, ეს ძალიან ლამაზი იქნება,” – უთხრა დრეიკმა ინფანტინოს 2024 წლის თებერვალში.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება ასევე ვანკუვერი და აშშ-ის 11 ქალაქი: ლოს-ანჯელესი, მაიამი, ატლანტა, სიეტლი, ჰიუსტონი, ფილადელფია, კანზას სიტი, ბოსტონი, დალასი, სან-ფრანსისკო და ნიუ-იორკი.

ნახეთ ჯანი ინფანტინოს სტუმრობის ვიდეო FOX 5-ის ეთერში:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

Doechii-სთვის პირად ურთიერთობაში წითელი დროშა ჰეტეროსექსუალი კაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი