საითაც არ უნდა წავიდე, ბოლოს მაინც ჯაზთან „მივდივარ“ –  მსახიობი დავით ბერაძე

„სოხუმი ჩემთვის მსუბუქ, ინსტრუმენტულ ჯაზთან ასოცირდება“
დავით ბერაძე - მსახიობი
დავით ბერაძე – მსახიობი

19 წლის იყო, როცა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის დასის წევრი გახდა. მაშინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის, დიმიტრი ჯაიანის გადაწყვეტილებით, მისგან თეატრში მიწვევის წინადადება რომ მოისმინა, სიხარულისგან დაბნეულს, დეტალები არ ახსოვს, მაგრამ სოხუმის თეატრის მორიგი სეზონის დასაწყისში, დასის თბილი და სიყვარულით სავსე პირველი შეხვედრა დღემდე არ დავიწყებია. პირველი სპექტაკლი გოჩა კაპანაძის „ღალატი“ იყო. მას შემდეგ არაერთი წელი გავიდა, მრავალ სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლში განსხვავებული სახეები შექმნა და დღესაც ძალიან დიდი სიამოვნებით აკეთებს იმ საქმეს, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

დავით ბერაძე – მსახიობი

დავით ბერაძე:

– მამაჩემი პროფესიით ისტორიკოსი, უნივერსიტეტის ლექტორი იყო, ხოლო დედა ფილოლოგი, რომელსაც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება უნდოდა, მაგრამ ოჯახმა ამის ნება არ მისცა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროფესია მე ამერჩია. ხელი შემიწყო, რომ ბავშვობიდან მევლო ცეკვაზე, მხატვრულ კითხვაზე, სხვადასხვა თეატრებში სპექტაკლებზე, რამაც საბოლოოდ ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობა. მოგვიანებით, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის სპექტაკლების აქტიური მაყურებელი გავხდი და მაშინდელ თეატრალურ ინსტიტუტში, ანზორ ქუთათელაძის ჯგუფში, დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე.

– ზაფხულობით, ზღვის სეზონზე, ხშირად დავდიოდით აფხაზეთში: გაგრაში, ბიჭვინთაში, სოხუმში, ასევე სოჭშიც. სოხუმი ჩემთვის მსუბუქ, ინსტრუმენტულ ჯაზთან ასოცირდება…

აფხაზეთზე და ზოგადად, ნებისმიერ ზღვაზე ფიქრისას, გონებაში „მოდის“ ფილმი „ჩიორა“ და მასში გაჟღერებული ალექსანდრე ბასილაიას მელოდია. შეიძლება, ეს იმიტომ ხდება, რომ ბავშვობაში ალბათ პირველი ფილმი, რაც ზღვაზე ვნახე, „ჩიორა“ იყო.

დავით ბერაძე – მსახიობი

არის ერთი ასეთი კომპოზიცია „Caribbean Beach Jazz 24/7, Tropical Music & Bossa Nova“, – კლიპში მთა, ზღვა, მდინარეები, ტალღების, იახტის, აისისა და დაისის, სანაპიროს კადრებია, რაც ჩემთვის აფხაზეთთან ასოცირდება. ფიქრებით ასევე „მივდივარ“ ფილმთან „როცა აყვავდა ნუში“, რომლის მუსიკა გია ყანჩელს ეკუთვნის. პირადად ჩემთვის ის ნომერ პირველი ქართველი კომპოზიტორია…

– საერთოდ, თითქმის ყველა ჟანრის მუსიკას ვუსმენ. რაღაცების ამოჩემება მახასიათებს, როგორც ტანსაცმლის შემთხვევაში, ისე მუსიკის. აქედან გამომდინარე, შეიძლება რომელიმე მელოდიას დიდი ხნის განმავლობაში ვუსმინო და არ მომბეზრდეს. ძირითადად ინსტრუმენტული, მსუბუქი ჯაზი და ბლუზი მიყვარს. ფოლკიც და არამხოლოდ ქართული, არამედ ლათინური, ამერიკული, აფრიკული. კლასიკურ მუსიკასაც ვუსმენ: მოცარტი, შოპენი, ლისტი…

მეც დიდი სიამოვნებით დავუკრავდი რომელიმე ინსტრუმენტზე. ბავშვობაში ფლეიტაზე დაკვრა ვცადე; აბიტურიენტობის პერიოდში ბიძაჩემმა ოთარ რამიშვილთან გიტარაზე დაკვრის შესასწავლად მიმიყვანა, რომელმაც ერთი-ორი გაკვეთილი მომცა, მაგრამ ეს იყო და ეს, შემდეგში არც გიტარაზე დამიკრავს და სხვათა შორის, აქამდე არც სპექტაკლში სიმღერა მომიწია. ასე რომ, ხასიათს გააჩნია, თუმცა ჩემთვის ჯაზი მუსიკაში მაინც პირველია, იქ სადაც საქსოფონი, კონტრაბასი, ფორტეპიანო ჟღერს და აქედან გამომდინარე, ეს ჟანრი ყველაზე მეტად „ჩემია“.

დავით ბერაძე – მსახიობი

– სოხუმის თეატრის წარმოდგენებისთვის მუსიკას ყველა რეჟისორი გემოვნებით არჩევს. დავით საყვარელიძის სპექტაკლები ამ მხრივ ყოველთვის გამორჩეული და გენიალურია. არ მინდა ვინმე გამომრჩეს და კონკრეტულ ჩამონათვალს მოვერიდები, მაგრამ ჩემთვის საყვარელი ჟანრიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მიყვარს ერეკლე გეწაძის ჯაზური კომპოზიცია, რომელიც მან სპექტაკლისთვის „მარტორქები“ დაწერა.

– მუსიკას ძირითადად მანქანით მგზავრობისას ვუსმენ, შინ უფრო ნაკლებად. ჰამლეტ გონაშვილი, გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე – მათი მოსმენა, არასდროს მბეზრდება.

ხშირად ვუსმენ ქართულ საგალობლებს,  ძალიან მომწონს პატრიარქის მიერ შექმნილი „Kyrie elieson“ და მამა სერაფიმეს გალობა არამეულ ენაზე. 

როლზე როცა ვმუშაობ, აბსოლუტური სიჩუმე მირჩევნია, გზად არაერთხელ გავჩერებულვარ თბილისის ზღვასთან და იქაურ სიჩუმეში ჩემს ტექსტებზე მიმუშავია.

დავით ბერაძე – მსახიობი

ახლა რომ დავფიქრდი, მუსიკა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუსმენ, ესაა ჯეიმს ბრაუნისა და ლუჩანო პავაროტის დუეტი  „This is a man’s world“ და ლუი არმსტრონგის  „What a wonderful world“… შეიძლება ეს 2, ჩემი ცხოვრების მთავარ მელოდიად ჩავთვალოთ… მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, საითაც არ უნდა „წავიდე“, ბოლოს მაინც ჯაზთან „მივდივარ“…

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ახალ მუსიკალურ შოუში მეფე ჩარლზი იმ სიმღერებს დაასახელებს, რომლებმაც, მისი თქმით, სიხარული მოუტანეს

შემდეგი სტატია

2Pac-ის  მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუეინ დეივისი პირველ სატელევიზიო ინტერვიუში თავის უდანაშაულობას ამტკიცებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი