მუსიკალური წარმოდგენა ჰამბურგში, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

ტექსტების ავტორი და შემსრულებელი ქართველი მუსიკოსი ლიზა კერესელიძეა.
Ein Altes Neugeborenes
Patrick Sobottka

ქართველი მუსიკოსის, ლიზა კერესელიძის მონაწილეობით ჰამბურგში მუსიკალური წარმოდგენა გაიმართა, სახელწოდებით Ein Altes Neugeborenes (მოხუცი ახალშობილი). წარმოდგენა დაეფუძნა მიკელა მურგიას 2018 წლის ნაწარმოებს “როგორ გავხდეთ ფაშისტი”. სცენაზე სწორედ წიგნის ფრაგმენტები გაცოცხლდა, რადგან, ავტორების თქმით, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ტექსტი დღესაც აქტუალური და მტკივნეულია. 

ლიზა კერესელიძე. ფოტო: Patrick Sobottka

წარმოდგენა საქართველოში ამჟამად განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ამ კავშირის ხაზგასასმელად კი მაყურებელი ფონად მიმდინარე საპროტესტო აქციების კადრებს ხედავდა. სრულად ქართულ ენაზე იყო სასაუბრო ტექსტიც, ხოლო ლიბრეტო ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებზე შესრულდა. წარმოდგენის კულმინაცია კი საქართველოს დროშის, როგორც შეუპოვრობის სიმბოლოს აღმართვა იყო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბექა გოჩიაშვილი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Billboard Georgia Stage-ზე ბექა გოჩიაშვილმა ბენდთან ერთად Republic-ში ექსპერიმენტული პროექტი წარადგინა

შემდეგი სტატია

Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი