Lady Gaga პოპ მუსიკაში ქაოსური ახალი ალბომით Mayhem ანარქიას ქმნის

ეს მუსიკა ჟანრებისა და სხვადასხვა განწყობის ნაზავია

Lady Gaga  ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ნანატრი მეშვიდე სტუდიური ალბომით Mayhem-ით ბრუნდება. ალბომი Interscope Records-ის მეშვეობით უკვე ხელმისაწვდომია.

Lady Gaga პოპ-მუსიკაში სრულფასოვნად დაბრუნდა, იგი ახალ პროდიუსერებთან თანამშრომლობს. მათ შორის ენდრიუ უატი, Cirkut და მისი საქმრო პოლანსკი არიან. პოპვარსკვლავები პროდიუსერებთან ერთად თანამედროვე მუსიკაში ახალ ხელწერას ქმნიან.

მრავალფეროვანი და ხშირად ეკლექტური ჟანრების  შერწყმით, Lady Gaga დისკოს ენერგიული ჟღერადობის, ინდუსტრიული მუსიკის ელემენტების, ხმაურიანი როკისა  და საცეკვაო პოპის სინთეზს ქმნის.

6 მარტს, Billboard-თან  ინტერვიუში  Lady Gaga-მ ალბომის შთაგონებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას პოპ-სცენაზე ქაოსის შემოტანა სურდა. 

„ჩემს კარიერაში ყოფილა პერიოდი, როდესაც ჩანაწერებთან კონცეპტუალური მიდგომა მქონია. ეს ალბომი თავიდან ბოლომდე ისე შეიკრა, თითქოს ცალკეული ნაწილები ერთმანეთს ბუნებრივად შეერწყა. არ მინდოდა მისი ხელოვნურად შექმნა, უბრალოდ მუსიკას მივყევი, ამას რომ ვაკეთებდი, ჩემი ადრეული ნამუშევრები მახსენდებოდა.” – ამბობს მომღერალი. 

Lady Gaga-ს ალბომს 2025 წელს წარმოუდგენელი წარმატება მოჰყვა.  მისი კოლაბორაცია ბრუნო მარსთან – სიმღერით Die With a Smile მსოფლიო ჰიტად იქცა და Billboard Hot 100-ის პირველ ადგილს 5 კვირის განმავლობაში იკავებდა.  ეს სინგლი Lady Gaga-ს კარიერაში  2011 წლის Born This Way-ს შემდეგ მეორე, ყველაზე ხანგრძლივი ნომერ პირველი ჰიტია. საბოლოოდ, Lady Gaga-მ და  ბრუნო მარსმა  საუკეთესო პოპ-დუეტისა და ჯგუფური შესრულების კატეგორიაში გრემი დაიმსახურეს.

მოისმინეთ Lady Gaga-ს ახალი ალბომი Mayhem:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2Pac-ის  მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუეინ დეივისი პირველ სატელევიზიო ინტერვიუში თავის უდანაშაულობას ამტკიცებს

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი