50 Cent გამოეხმაურა Lil Baby-ს აღიარებას, რომ მან აზარტულ თამაშებში 8 მილიონი დოლარი ერთ დღეში წააგო

50 Cent-მა Lil Baby-ს ინტერვიუს ფრაგმენტი Instagram-ზე გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით ვიდეო წაიშალა.
50 Cent
Paras Griffin/Getty Images

50 Cent ის არტისტია, რომელმაც რეპის სამყაროზე ყველაფერი იცის და საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებას არასდროს ერიდება. 

გასულ კვირას რეპერმა Lil Baby-მ თაყვანისმცემლები გააოცა, როდესაც Lil Yachty-ს პოდკასტში A Safe Place აღიარა, რომ აზარტულ თამაშებში ერთ დღეში 8 მილიონი დოლარი აქვს წაგებული. არტისტის თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც აზარტულ თამაშებს საბოლოოდ შეეშვა.  

„არა, ეს ახალგაზრდები გაგიჟდნენ. 8 მილიონი აზარტულ თამაშებში?! მეგონა, მხოლოდ ფლოიდი [მეივეზერი] აკეთებდა ასეთ რაღაცებს,“ – დაწერა 50 Cent-მა ინტერვიუს ფრაგმენტზე, რომელიც Instagram-ზე გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით ვიდეო წაიშალა. ამავე დროს, მან სარკაზმით მოიხსენია ცნობილი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ დიდ ფსონებზე თამაშობს. „კაზინოდან გამოსული ადამიანი უბრალოდ განადგურებული გამოიყურება. მიხარია, რომ არავინ მოკლა.“ 50 Cent-მა შემდეგ კომენტარებში დაამატა: „მან თქვა, რომ ეს ერთ დღეში მოხდა, რადგან ეს ყველაფერი ერთ სვლაში წააგო.“  

ამ შემთხვევის შემდეგ Lil Baby-მ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. არტისტმა თავის მეგობარს, Fanatics-ის დირექტორ მაიკლ რუბინს მიმართა, მიეწერა წერილი იმ კაზინოებისთვის, სადაც იგი ხშირად დადიოდა. წერილის მიზანი Lil Baby-ს კაზინოების სიიდან სამუდამო დაბლოკვა იყო. 

„ერთ დღეს, 40 საათის განმავლობაში, 8 ან 9 მილიონი დავკარგე. ამის შემდეგ თავს ვაიძულე, თამაში შემეწყვიტა,“ – განაცხადა Baby-მ პოდკასტში. „მაიკ რუბინს ვთხოვე, ყველა კაზინოსთვის წერილი მიეწერა, რომ ჩემი შესვლა აკრძალული ყოფილიყო. ახლა ასე აღარ ვიქცევი. აღარ ვთამაშობ.“  

აზარტული თამაშებისათვის თავის დანებების შემდეგ Lil Baby სრულად ფოკუსირდა მუსიკაზე და გეგმავს, რომ 2025 წელს დიდ წარმატებას მიაღწიოს.  ამჟამად Lil Baby  მუშაობს  ახალ ალბომზე WHAM (Who Hard As Me), რომელიც 3 იანვარს გამოიცემა. WHAM-ში შევხვდებით კოლაბორაციებს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Young Thug, Future, GloRilla, Rod Wave, Travis Scott, 21 Savage და სხვები.  

იხილეთ 50 Cent-ის კომენტარი Lil Baby-ის აღიარებაზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რეჟისორი დავით საყვარელიძე და ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს ექსპერტი, ჩან კვოკ უაი ბერნისი

საერთაშორისო პროექტების ფარგლებში რეჟისორ დავით საყვარელიძის სამუშაო პროცესს ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს ექსპერტი, ჩან კვოკ უაი ბერნისი დაესწრო

შემდეგი სტატია

აბდულ მაჯიდ აბდულა – არტისტი, რომელიც ათწლეულებია, არაბულ მუსიკას განსაზღვრავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი

Adidas-ის განცხადებით, Yeezy-ის ფეხსაცმლის ბოლო მარაგიც გაიყიდა: „ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ”

კომპანიის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჰარმ ოლმაიერმა განაცხადა, რომ Yeezy-ის არც ერთი ფეხსაცმელი აღარ დარჩა და ყველაფერი გაიყიდა.
მეტი

ნიკ ქეივი თავის ახალ გატაცებაზე – კერამიკული სკულპტურების შექმნაზე საუბრობს

„ეს ფიგურები თანმიმდევრობით გაჩნდა, თითქოს ერთმანეთის გაგრძელება იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, გაეგოთ ჩემი მდგომარეობა ისე, როგორც ამას სიმღერები ვერ ახერხებდნენ,” – გაამხილა ნიკ ქეივმა.
მეტი