ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
The Weeknd ესწრება Avatar 2: The Way of Water-ის პრემიერას ჰოლივუდში, Dolby Theatre-ში. 2022 წელი.
Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

The Weeknd-მა ხმაურიანად დაანონსებული ალბომის, Hurry Up Tomorrow-ს გამოშვება ლოს-ანჯელესში მიმდინარე ხანძრის გამო გადადო. ასევე გაუქმდა ალბომის საპრეზენტაციო შოუ, რომელიც  Rose Bowl-ში 25 იანვრისთვის იყო დაგეგმილი. მომღერალმა ეს ამბავი ფანებს 13 იანვარს, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით აცნობა. „ლოს-ანჯელესის მოსახლეობის პატივისცემისა და [მიმდინარე მოვლენებით] შეშფოთების გამო, Rose Bowl-ის შოუ გაუქმდა და ალბომის გამოშვების თარიღი 2025 წლის 31 იანვრამდე გადაიდო“, – წერია არტისტის პოსტში. 

„ეს ქალაქი ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების დიდი წყარო. ჩემი ფიქრები ახლა ყველა იმ ადამიანის გარშემოა, ვინც ამ რთულ დროს დაზარალდა. კვლავაც ფოკუსირებული ვიქნები მხარდაჭერაზე და იმ არაჩვეულებრივი ადამიანების დახმარებაზე, რომლებიც თავიდან აშენებენ ყველაფერს,” – ვკითხულობთ The Weeknd-ის მიმართვაში. 

Hurry Up Tomorrow მუსიკოსის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია. ეს სერია 2020 წლის After Hours-ით დაიწყო და 2022 წლის Dawn FM-ით გაგრძელდა. Hurry Up Tomorrow, თავდაპირველი გეგმის მიხედვით, 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო. ალბომის გამოშვების აღსანიშნავად მომღერალს დაგეგმილი ჰქონდა ერთჯერადი მუსიკალური შოუ პასადენაში მდებარე  Rose Bowl-ის სივრცეში. NBC4 Los Angeles-ის ცნობით, არენას ამჟამად ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები იყენებენ, როგორც საჭირო რესურსების შეგროვების ფიზიკურ ადგილს ხანძრებით დაზარალებული ლოს-ანჯელესის მცხოვრებლებისთვის. 

The Weeknd-მა განცხადება  Pacific Palisades-ში ხანძრის გაჩენიდან მეექვსე დღეს გაკეთდა. ხანძარი ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა, მათ შორის ჰოლივუდ ჰილსში, პასადენაში და სხვა დასახლებულ პუნქტებში. ძლიერი ხანძრის გამო ათიათასობით მცხოვრები იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. როგორც CNN იუწყება, ჯამში 38,549 ჰექტარზე უამრავი ნაგებობაა განადგურებული. მედიის ცნობით, დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფის  შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა.

The Weeknd-ის კონცერტი მხოლოდ ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც ლოს-ანჯელესში იყო დაგეგმილი და ხანძრების გამო გაუქმდა. რეგიონში ასევე გაუქმდა მრავალი სხვა შოუ. გრემის დაჯილდოება ჯერ კიდევ დაგეგმილია.  ამჟამინდელი განრიგის მიხედვით, ცერემონია 2 თებერვალს Crypto.com Arena-ში გაიმართება.  რაც შეეხება გადადებულ დაჯილდოებებს, Critics Choice Awards 12 იანვრის ნაცვლად 26 იანვარს დაანონსდა .

იხილეთ The Weeknd-ის პოსტი:  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტი ალბომ Vultures 1-ის კონცერტის დროს, 2024 წლის 14 მარტი Scott Dudelson/Getty Images

კანიე უესტი ალბომ Bully-ს აანონსებს

შემდეგი სტატია

Metallica - 2024 წლის 20 მარტი, ვაშინგტონი. ფოტო: ტეილორ ჰილი

Metallica-მ ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დასახმარებლად 500,000 დოლარი გამოყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი