Starring Georgia-ს 2025 წლის მუსიკალურ სეზონს,  ლეგენდარული Guns N’ Roses გახსნის

Starring Georgia-ს პირველი ღონისძიება 30 მაისს შეკვეთილში, „ციცინათელას” ტერიტორიაზე გაიმართება
Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში Guns N’ Roses-ის კონცერტი გაიმართება
Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში Guns N’ Roses-ის კონცერტი გაიმართება

ქვეყნის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებების სერიის Starring Georgia-ს, ახალი ეტაპი იწყება.  წელს პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური სახით და ბევრი სიახლით ბრუნდება. 

პროექტის პირველი ღონისძიება ლეგენდარული როკ-ბენდის, Guns N’ Roses-ის კონცერტი, 30 მაისს, „ციცინათელას” ტერიტორიაზე გაიმართება და წარმოდგენა 40 000 მელომანს დაიტევს.  ახალი ლოკაცია გურიის რეგიონს კიდევ უფრო მეტ ტურისტს შესძენს, სხვადასხვა ასაკის და გემოვნების მსმენელს კი სრულიად ახალ მუსიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს. სწორედ ამიტომ,  წლევანდელი Starring Georgia-ს კამპანიის სახელწოდებაა „გურია მთავარ როლში.”

„გვიხარია, რომ სეზონის პირველ ღონისძიებას წლის დასაწყისში ვაანონსებთ და გაძლევთ შესაძლებლობას, უკეთ დაგეგმოთ თქვენი მუსიკალური მოგზაურობა, რომელიც გვიანი გაზაფხულიდან დაიწყება!

აყევით ვარსკვლავებს 30 მაისს, ამჯერად ციცინათელას პარკში. Starring Georgia-ს 2025 წლის მუსიკალურ სეზონს როკ მუსიკის ისტორიაში ლეგენდარული ბენდი, Guns N’ Roses გახსნის. ამ ღონისძიების დაანონსებით Starring Georgia-ს პროექტის კიდევ ერთი ეტაპი იწყება, რომელიც წელს კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და სხვადასხვა ასაკის თუ გემოვნების მსმენელს საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს. 

Guns N’ Roses ლოს-ანჯელესში დაარსებული როკ-ბენდია, რომელიც უკვე 40 წელია, რაც როკ მუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს არავის უთმობს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებით და საოცრად ენერგიული ლაივ შოუების დამსახურებით ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსს და მნიშვნელობას. ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომი და მსოფლიოს ყველაზე დიდ სტადიონებსა თუ საკონცერტო დარბაზებში ჩატარებული ტურნეებიც კი ვერ გამოხატავს სრულად იმ მემკვიდრეობას, რომელსაც Guns N’ Roses-ის შემოქმედება იტევს. საბედნიეროდ, ამ ყველაფრის ნაწილი მალე საქართველოც გახდება და ეს დიდი ამბების მხოლოდ დასაწყისია.“ – აღნიშნულია  „ბლექ სი არენის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

აღსანიშნავია, რომ Guns N’ Roses-ის გარდა ციცინათელას სცენაზე ამერიკული როკ ბენდი Rival Sons წარდგება, რომელიც მთავარი არტისტის მოწვეული ბენდია. 

„ბლექ სი არენას“ თქმით ბილეთების გაყიდვა 20 იანვარს, 11:00 საათზე, პლატფორმა TKT.ge-ზე დაიწყება. თუმცა, Starring Card-ის მფლობელებს ორი დღით ადრე, Pre Sale-ის საშუალებით, ბილეთების ლიმიტირებული რაოდენობის შეძენა ორი დღით ადრე, 18 იანვარს 11 საათიდან შეეძლებათ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ Starring Georgia-ს კამპანიის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება: ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

შემდეგი სტატია

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი