სოხუმის სახელმწიფო თეატრი ბერლინის ITO ფესტივალზე წარდგება

ქართული დასი ფესტივალზე დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩე“ წარადგენს.
„იაკიში და პუპჩე“
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი

30 იანვარს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბერლინის პრესტიჟულ ფესტივალზე Into the Open (ITO) წარდგება. ფესტივალის ფარგლებში ქართული თეატრი დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩე“ ითამაშებს. წარმოდგენა Kühlhaus Berlin-ის სცენაზე გაიმართება. 

„იაკიში და პუპჩე“ სევდიანი კომედიაა, რომელიც მახინჯი, ღარიბი და მარტოხელა იაკიშისა და მასავით შეუხედავი პუპჩეს ცხოვრების სევდიან, მაგრამ მომხიბლავ ისტორიას გვიყვება. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი 2017 წელს ფოთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის დაიდგა და ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლის ტიტულიც მოიპოვა. წარმოდგენა კიდევ არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. 

„იაკიში და პუპჩე“
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი

ბერლინის ITO ფესტივალში სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მონაწილეობა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაც არა მხოლოდ ქართული საშემსრულებლო ხელოვნების უნიკალური ტრადიციების პოპულარიზებას ემსახურება, არამედ ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობასა და სოხუმის თეატრის ისტორიულ როლზე. გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობა ახალ შესაძლებლობებს აჩენს საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის, დავით მორგოშიას მხარდაჭერით ხორციელდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

რომელი პოპვარსკვლავები დაიპყრობენ 2025 წელს?

შეიძლება დაგაინტერესოთ

Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი