MAYHEM – ლედი გაგამ ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი დააანონსა

იქამდე ფანებმა ნიუ-იორკში ბილბორდებზე შავ-თეთრი ფოტო შენიშნეს, სადაც ვარსკვლავის ახალი ალბომის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი წითლად იყო აღნიშნული.
ლედი გაგა
Frank Lebon

27 იანვარს ლედი გაგამ ოფიციალურად დააანონსა თავისი მე-7 სტუდიური ალბომი, რომელსაც მსმენელები მოუთმენლად ელიან. იქამდე ფანებმა ნიუ-იორკში ბილბორდებზე შავ-თეთრი ფოტო შენიშნეს, სადაც ვარსკვლავის ახალი ალბომის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი წითლად იყო აღნიშნული. ამის შემდეგ გაგამ სოციალურ ქსელში კინემატოგრაფიული ვიდეო გააზიარა, რომელშიც ფოტოები და ტექსტები ფრაგმენტულად ჩნდება მძინე მუსიკის ფონზე. შემდეგ კი მაყურებელი ხედავს წარწერას საიდანაც იგებს, რომ „MAYHEM 7 მარტს გამოდის.“  

პოსტში გაგამ ასევე დაადასტურა, რომ პროექტი 14 სიმღერას მოიცავს. ახალი სინგლი და მუსიკალური ვიდეო 2 თებერვალს, 2025 წლის გრემის ცერემონიის მიმდინარეობისას, სარეკლამო ჭრის დროს გამოვა. „ალბომი არის ჩემი შიშის დაძლევა, რომ დავბრუნებულიყავი იმ პოპ მუსიკასთან, რომელიც ჩემს პირველ გულშემატკივრებს უყვარდათ,“ – აღნიშნა გაგამ და სიმღერების შექმნის პროცესს „დამსხვრეული სარკის ხელახლა აწყობა“ უწოდა. „მიუხედავად იმისა, რომ ნაწილებს სრულყოფილად ვერ აღადგენ, შეგიძლია შექმნა რაღაც ლამაზი და სრულიად ახალი.“  

ფანებმა ერთი კვირით ადრე იცოდნენ, რომ გაგა პოსტის გამოსაქვეყნებლად ემზადებოდა – ვარსკვლავმა შვიდი დღით ადრე საიტზე იდუმალი უკუთვლის აღმნიშვნელი ვიზუალი განათავსა. ახალი პროექტი თითქმის ხუთი წლის შემდეგ გამოდის, მას შემდეგ, რაც გაგამ 2020 წელს ალბომი Chromatica გამოუშვა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.  

MAYHEM-ს წინ უსწრებს სინგლს Disease, რომელიც ოქტომბერში გამოვიდა და Billboard Hot 100-ის ჩარტის მე-27 ადგილზე ავიდა. ვარსკვლავმა ასევე გამოუშვა Billboard Global 200-ის ლიდერი Die With a Smile, რომელსაც ბრუნო მარსთან ერთად ასრულებს. ალბომს წინ უსწრებს Joker: Folie à Deux-ს თანმხლები სპეციალური ალბომი, სახელწოდებით Harlequin. ეს პროექტი Billboard 200-ის ჩარტში მე-20 ადგილს იკავებდა.  

თავდაპირველად გაგამ Vigue-ის ინტერვიუში აღნიშნა, რომ ალბომი თებერვალში უნდა გამოსულიყო. იმ დროს მან ასევე დაადასტურა, რომ MAYHEM  სრულად პოპ ალბომია. ვარსკვლავმა ასევე აღნიშნა, რომ პოპ ალბომის ჩაწერისაკენ თავისი საქმრო მოუწოდებდა. „მაიკლი იყო ადამიანი, ვინც მითხრა, რომ ახალი პოპ ალბომი შემექმნა,“ – უთხრა გაგამ გამოცემას. 

ვარსკვლავმა ალბომის ჟღერადობაზე უფრო დეტალურად ისაუბრა დეკემბერში The Los Angeles Times-თან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ პროექტი ჟანრობრივი ელემენტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 

ნახეთ ლედი გაგას პოსტი, რომლითაც მან ახალი ალბომის გამოცემა ოფიციალურად დააანონსა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Saturday Night Live-ის მუსიკალური სტუმარი ტიმოთი შალამე, 2025 წლის 25 იანვარი. უილ ჰით/ NBC Getty Images

ტომოთი შალამე Saturday Night Live- შოუში ბობ დილანის ამპლუაში გამოჩნდა

შემდეგი სტატია

ბიონსე და ტეილორ სვიფტი, 2023 წლის 11 ოქტომბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. ჯონ შირერი/Getty Images

ბიონსე და ტეილორ სვიფტი 2025 წლის გრემის დაჯილდოებას დაესწრებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი