ლუკა ლილუაშვილის | Liluash -ის სადებიუტო სინგლი „ჩვენ გავიმარჯვებთ!”

„ჩემი მთავარი სათქმელი არის დიდი გამარჯვება, სადაც ღალატის ამოცნობა გვჭირდება.“
Liluash - „ჩვენ გავიმარჯვებთ!” ქავერარტი: Noa Krsnik
Liluash – „ჩვენ გავიმარჯვებთ!” ქავერარტი: Noa Krsnik

მუსიკოსმა ლუკა ლილუაშვილმა სასცენო სახელით Liluash სადებიუტო სინგლი „ჩვენ გავიმარჯვებთ!” გამოსცა, რომელიც მის მომავალ ალბომში იქნება შესული. სიმღერა GMI Records-ში ჩაიწერა, მისი არტ ქავერი კი Noa Krsnik-ის მიერ არის შესრულებული. 

ლუკა ლილუაშვილი |  Liluash– მუსიკოსი

„თავდაპირველად სიმღერაზე მუშაობისას გაჩნდა სარტყამების მელოდია, რომელიც შექმნილია ჩემი ჩაწერილი სხვადასხვა მეტალის ჭურჭლის და ქვების ხმებისგან, რომლის მოსმენის დროსაც გიჩნდება ხმლებით ბრძოლის ასოციაცია. ტექსტის ინსპირაციაც აქედან წამოვიდა და მისი შინაარსი სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ამას ემატება ქვეყანაში არა მხოლოდ ახლანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, არამედ საქართველოს წარსული ტკივილები ჩრდილოეთთან. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი ლაკონიურად და მარტივად გადმოვეცი. მთავარი სათქმელი არის დიდი გამარჯვება, სადაც ღალატის ამოცნობა გვჭირდება. მტერი შეიძლება დიდი და ნათელი იყოს, თუმცა შიგნიდან გატყდომა ყველაზე მეტად განგრევს და ხელს გიშლის გამარჯვებაში.

სიმღერა საავტოროა, როგორც ინსტრუმენტალი, ასევე ტექსტი. ჩაწერის პროცესი უზრუნველყო GMI Records-მა, რომელთანაც მაქვს 5 წლიანი კონტრაქტი. ალბომი ჩაიწერა Temo’s Studio-ში. პროცესი ძალიან საინტერესო იყო, ყველა ტრეკში ვეცადე შემენარჩუნებინა პირველი დემოების ხასიათი. ალბომის გარეკანი არის ხელით შესრულებული ჩემი მეგობარი Noa Krsnik-ს მიერ.“

არტისტის თქმით, სადებიუტო ალბომის გამოცემა, რომელშიც ეს სინგლიც შედის, თებერვლის ბოლოს იგეგმება,  ალბომის სახელწოდება კი „წარსულის მოჩვენება” იქნება. 

„სიმბოლურია ეს სახელი, რადგან უკვე ვგრძნობ როგორ იცვლება ჩემი მუსიკა და ვვითარდები მეც მასთან ერთად, ეს ალბომი კი ამ განვითარების პროცესს აჯამებს, ტრეკების თანმიმდევრობაც ისე დავალაგე, როგორც განვვითარდი მუსიკალურად ბოლო წლებში.“ 

მოისმინეთ  Liluash-ის სადებიუტო სიმღერა  „ჩვენ გავიმარჯვებთ!”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Weeknd-მა ალბომების ტრილოგიის ფინალური ნამუშევარი – Hurry Up Tomorrow გამოუშვა

შემდეგი სტატია

მარიან ფეიტფული 1967 წელი ფოტო: Bettmann / Getty Images

The Rolling Stones-მა მარიან ფეითფულს სიმღერით მიაგო პატივი

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მადამ ტიუსოს” ლონდონის მუზეუმმა ლედი გაგას ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა

ფიგურის ვიზუალი შთაგონებულია იმიჯით, რომლითაც ლედი გაგა 2022 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე წარდგა.
მეტი

მადონა: „მთავრობა ანგრევს ყველა იმ თავისუფლებას, რისთვისაც ვიბრძოდით”

არტისტმა ტრამპის ადმინისტრაცია ტრანსგენდერი პირების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გამო გააკრიტიკა.
მეტი