The Weeknd-მა ალბომების ტრილოგიის ფინალური ნამუშევარი – Hurry Up Tomorrow გამოუშვა

Hurry Up Tomorrow 31 იანვარს გამოიცა.
The Weeknd საკონცერტო ტურნეს, After Hours Til Dawn Tour-ის ფარგლებში. სან-პაულო, ბრაზილია, 2024 წლის 7 სექტემბერი.
Pedro Vilela/Getty Images

აბელ ტესფაიემ, რომელსაც მსოფლიო The Weeknd-ის სახელით იცნობს, 31 იანვარს გამოსცა ახალი ალბომი, რომელსაც მსმენელი დიდხანს ელოდა. Hurry Up Tomorrow – ასე ჰქვია ნამუშევარს, რომლითაც არტისტი The Weeknd-ის სახელით თავისი კარიერის ერთ თავს დაასრულებს. ალბომი თავდაპირველად 24 იანვარს უნდა გამოცემულიყო, მაგრამ ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების კრიზისის გამო გადაიდო. ამასთან ერთად, The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო. მან ასევე გააუქმა Rose Bowl-ის სტადიონზე დაგეგმილი კონცერტი, რომელიც ალბომის საპრეზენტაციო შოუს ფორმატით 25 იანვარს უნდა გამართულიყო.  

Hurry Up Tomorrow არტისტის ბოლო ტრილოგიის მესამე და დასკვნითი ნაწილია. ტრილოგიის პირველი ნაწილი, After Hours, 2020 წელს გამოიცა. შემდეგ მას მოჰყვა 2022 წლის Dawn FM. ტრილოგიის ფინალური ალბომის გამოშვებამდე The Weeknd-მა სამი სინგლი გამოუშვა: Dancing in the Flames, Timeless, რომელსაც არტისტი Playboi Carti-სთან ერთად ასრულებს და São Paulo, რომელიც ჩაწერილია Anitta-სთან კოლაბორაციით. Timeless ოქტომბერში Billboard Hot 100-ის ჩარტის მე-3 ადგილს იკავებდა.  

მალე არტისტი თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმშიც მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ფსიქოლოგიური ტრილერი, სახელწოდებით Hurry Up Tomorrow, რომლის რეჟისორიც ტრეი ედვარდ შულცია. ფილმში ჯენა ორტეგა და ბარი კეოგანი მონაწილეობენ. ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე მუშაობენ The Weeknd და დენიელ ლოპატინი, რომელიც აბელ ტესფაიესთან ხშირად თანამშრომლობს. ფილმს კინოსტუდია Lionsgate იღებს და კინოთეატრებში მისი საერთაშორისო პრემიერა 16 მაისს შედგება.  

ეს ალბომი ერთგვარი დასასრულია The Weeknd-ის კარიერის ამ ეტაპისა, რომელიც 14 წლის წინ დაიწყო. 2011 წელს მან გამოუშვა სამი მიქსტეიპი: House of Balloons, Thursday და Echoes of Silence. ნამუშევრები მოგვიანებით გადამუშავდა და მისი ცნობილი კრებულის, Trilogy-ს სახით 2012 წელს გამოიცა.  

მოუსმინეთ ალბომს – Hurry Up Tomorrow: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკალა ზუბიაშვილი სტუდიური სესიის მცირე მონაკვეთს აზიარებს

შემდეგი სტატია

Liluash - „ჩვენ გავიმარჯვებთ!” ქავერარტი: Noa Krsnik

ლუკა ლილუაშვილის | Liluash -ის სადებიუტო სინგლი „ჩვენ გავიმარჯვებთ!”

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მადამ ტიუსოს” ლონდონის მუზეუმმა ლედი გაგას ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა

ფიგურის ვიზუალი შთაგონებულია იმიჯით, რომლითაც ლედი გაგა 2022 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე წარდგა.
მეტი

მადონა: „მთავრობა ანგრევს ყველა იმ თავისუფლებას, რისთვისაც ვიბრძოდით”

არტისტმა ტრამპის ადმინისტრაცია ტრანსგენდერი პირების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გამო გააკრიტიკა.
მეტი