კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
კენდრიკ ლამარი Super Bowl Halftime Show-ზე
Cindy Ord/Getty Images

კენდრიკ ლამარის Halftime Show ოფიციალურად გახდა Super Bowl-ის ყველა დროის ყველაზე ყურებადი შოუ. 

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვხსენით რეკორდი! ეს არის ყველა დროის ყველაზე ყურებადი Apple Music Halftime show 133.5 მილიონი მაყურებლით,” – დაწერეს კომპანიებმა Roc Nation, Apple Music და NFL. 

ლამარის გამოსვლამ ეკრანებთან უფრო მეტი ადამიანი მიიზიდა, ვიდრე თავად მთავარმა მოვლენამ – საფეხბურთო მატჩმა, რომელსაც, Fox Sports-ის ინფორმაციით, საშუალოდ 126 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. 

ლამარმა, რომელმაც კიდევ ერთი ისტორია დაწერა იმით, რომ იყო პირველი სოლო რეპერი, რომელიც Halftime Show-ს ჰედლაინერი გახდა, მოხსნა მაიკლ ჯექსონის რეკორდი, რომლის 1993 წლის ლეგენდარულ შოუს 133.4 ადამიანი უყურებდა. გასული წლის ჰედლაინერის, აშერის გამოსვლას კი 123.4 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. 

ლამარმა სცენაზე არაერთი ვარსკვლავი მიიწვია: სემუელ ელ ჯექსონი, SZA, სერენა უილიამსი და Mustard. შოუზე მან ძირითადად Billboard 200-ის ლიდერი ალბომის, GNX-ის სიმღერები შეასრულა, მათ შორის Billboard Hot 100-ის ლიდერი ჰიტები: Squabble Up, Peekaboo, Luther (SZA-სთან ერთად) და TV Off. და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენაზე შესრულდა ხუთი გრემის მფლობელი ჰიტი Not Like Us, რაც უკვე შამათი იყო კენდრიკისა და დრეიკის ეპიკურ ბრძოლაში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bon Iver Graham Tolbert

Bon Iver  ახალ ალბომს Sable, Fable-ს აანონსებს, რომლის წამყვანი სინგლიც ვალენტინობის დღეს გამოვა

შემდეგი სტატია

ნოელ გალაგერი კენდრიკ ლამარის Halftime Show-ს „აბსოლუტურ ნონსენსს” უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი