Bon Iver  ახალ ალბომს Sable, Fable-ს აანონსებს, რომლის წამყვანი სინგლიც ვალენტინობის დღეს გამოვა

ახალი პროექტი მუსიკოსის ოქტომბერში გამოშვებული EP-ს გაგრძელებაა.
Bon Iver Graham Tolbert
Bon Iver
Graham Tolbert

11 თებერვალს, მუსიკოსმა ჯასტინ ვერნონმა, რომლის სასცენო სახელია Bon Iver, ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსა. არტისტმა ოქტომბერში სამ ტრეკიანი  (Sable)   EP გამოსცა, ახალი ალბომი Fable კი მისი ერთგვარი გაგრძელებაა. პროექტში დანიელ ჰაიმი,  Dijon და Flock of Dimes-იც მონაწილეობენ.

ალბომი Sable, Fable 11 აპრილს ლეიბლ Jagjaguwar-ის მეშვეობით გამოვა, ეს კი Bon Iver-ის პირველი სტუდიური ალბომი იქნება 2019 წელს ალბომ  I, I,-ის გამოსვლის შემდეგ. ეს უკანასკნელი Billboard 200-ის ჩარტში 26-ე ადგილს იკავებდა.

ალბომის სხვა ტრეკების  სათაურებია: Things Behind Things Behind Things, Speyside, Awards Season, Short Story, Everything Is Peaceful Love, Walk Home, From, I’ll Be There, There’s a Rhythm, Au Revoir.

მუსიკოსმა ინსტაგრამზე ალბომის მინიმალისტური ქავერიც გააზიარა. დიზაინი გეომეტრიული ფორმისაა, სადაც ნარინჯისფერ ფონზე შავი კვადრატია ნაჩვენები. არტისტმა ინსტაგრამის ანგარიშზე კონცეპტუალური ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც სამოსი იმავე ტონალობაში აცვია, ბუნებრივ გარემოში დგას და მის გარშემო  ოთხი შავად შემოსილი ადამიანია გამოსახული.

მიუხედავად იმისა, რომ Sable, Fable გაზაფხულზე გამოვა, მისი წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია. მანამდე კი ალბომის წამყვანი სინგლის Everything Is Peaceful Love გამოსვლა 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს არის დაგეგმილი. სინგლთან ერთად ჯონ უილსონის მიერ გადაღებული მუსიკალური კლიპიც გამოვა.

19 თებერვალს, Bon Iver უფრო დეტალურად ისაუბრებს ალბომ Sable, Fable-ის შესახებ ბრუკლინში, On Air Fest-ზე, სადაც იგი მწერალ კრისტა ტიპეტთან ერთად ისაუბრებს.

ნახეთ Bon Iver-ის ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფარელ უილიამსის ბიოგრაფიული მიუზიკლი სახელწოდებით Golden პოსტ-პროდუქციის ეტაპზე გაუქმდა

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი