Billboard France – Billboard-მა ახალი გამოცემა წარადგინა

პროექტი ოფიციალურად 2025 წლის 13 თებერვალს გაეშვა.
Billboard France – Billboard-მა ახალი გამოცემა წარადგინა
Billboard France – Billboard-მა ახალი გამოცემა წარადგინა

მუსიკის ავტორიტეტულმა გლობალურმა მედია პლატფორმა Billboard-მა თავისი პირველი ფრანგული გამოცემა წარადგინა. პროექტი ოფიციალურად 2025 წლის 13 თებერვალს გაეშვა.  

Billboard France იქნება Billboard-ის რიგით მე-12 საერთაშორისო გამოცემა. ეს მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ევროპის მასშტაბით ბრენდის გაფართოების პროცესში. Billboard მთელ მსოფლიოში აღიარებულია თავისი ავტორიტეტული მუსიკალური ჩარტებითა და პრესტიჟული დაჯილდოებით, სახელწოდებით  Billboard Music Awards. 

Billboard France თანამშრომლობს So Press-თან – გამომცემლობასთან, რომელიც ისეთი გავლენიანი გამოცემების უკან დგას, როგორებიცაა Society და So Foot. ამგვარად, Billboard France მიზნად ისახავს ფრანგული მუსიკალური სცენის გლობალურ მასშტაბზე წარმოჩენას.  

Billboard France-ს ულის ჰენესი, ნიკოლა ბოდუენი და ტარეკ ბრიტელი ხელმძღვანელობენ. გამოცემა მნიშვნელოვანი ციფრული პლატფორმა გახდება, რომელიც აუდიტორიას მუსიკალური ინდუსტრიისა და სხვა კრეატიული სფეროების სიღრმისეულ ანალიზს შესთავაზებს. „ჩვენი ხედვაა, შევქმნათ ციფრული მედია პლატფორმა, რომელიც ერთდროულად იქნება მნიშვნელოვანი სივრცე  პროფესიონალებისთვის და შთაგონება მუსიკის  მოყვარულთათვის,“ – აცხადებენ დამფუძნებლები. „Billboard France არ შემოიფარგლება მხოლოდ მუსიკალური ინდუსტრიის გაშუქებით – ჩვენ ასევე გამოვიკვლევთ ციფრული კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებებს. ჩვენი მიზანია, გავხდეთ საფრანგეთის მუსიკალური ინდუსტრიის მთავარი ხმა,“ – ნათქვამია განცხადებაში. 

Billboard France-ის გაშვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა Billboard-ის პრეზიდენტმა, მაიკ ვანმა: „Billboard-ის ფრანგულ ბაზარზე გაშვება ჩვენი გლობალური სტრატეგიის მნიშვნელოვანი საყრდენია და მრავალწლიანი მისიის გაგრძელებას წარმოადგენს.” მაიკ ვანის თქმით, ეს არის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ქმნის კავშირს არტისტებსა და მათ გულშემატკივრებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

თავის მხრივ, So Press-ის პრეზიდენტმა ფრანკ ანესმა აღნიშნა,  რომ მოხარულია და მიესალმება ამ თანამშრომლობას: „ულისთან და ნიკოლასთან პირველი საუბრიდანვე მომეწონა მათი ხედვა და თანამედროვე მიდგომა, თუ როგორი უნდა იყოს დღეს Billboard საფრანგეთში.“  

Billboard France

Billboard-ის შესახებ: 

Billboard მუსიკალურ ინდუსტრიაში წარმატების უმაღლეს საზომს წარმოადგენს. თავისი ისტორიული ჩარტებით, ექსკლუზიური სიახლეებით, გავლენიანი ანალიტიკური მასალებით, ამბების გაზიარების მრავალარხიანი ფორმატითა და მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებებით, Billboard აერთიანებს გლობალურ მუსიკალურ საზოგადოებას და იმ ბიზნესს, რომელიც მუსიკას ქმნის. 1894 წლიდან,  მუსიკალური ლიდერები და  გულშემატკივრები Billboard-ს აღიარებენ, როგორც ყველაზე სანდო წყაროს მუსიკის სამყაროში.  

Billboard Music Awards არის ერთადერთი პრემია, რომელიც მუსიკოსების მიღწევებს Billboard-ის ჩარტებზე დაფუძნებული მონაცემებით განსაზღვრავს და არ ეფუძნება დახურულ კომიტეტებს ან ანონიმური ხმის მიცემის სისტემას. ეს ფორმატი აღიარებს გულშემატკივრების ძალას, რადგან Billboard-ის ჩარტების მონაცემები მათ რეალურ ჩართულობას ასახავს. Billboard-ის სხვა ექსკლუზიური ღონისძიებები აერთიანებს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: Billboard Power 100, Billboard Women in Music, Billboard Latin Music Week და Billboard Live. ეს ღონისძიებები მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არტისტებსა და მუსიკალური ინდუსტრიის ლიდერებს აერთიანებს გულშემატკივრებთან, რომლებიც სხვადასხვა კულტურას და გეოგრაფიულ მდებარეობას წარმოადგენენ. 

So Press-ის შესახებ: 

So Press, რომელიც 2003 წელს დაარსდა, დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედია ჯგუფია, რომლის პორტფოლიოშიც შედის 15-ზე მეტი მედია ბრენდი. ის აერთიანებს როგორც ჟურნალებს, ასევე ონლაინ გამოცემებს. მათ შორის არის: So Foot, Society, Trashtalk, L’Etiquette, Dégaine, So Good, Doolittle, Sofilm, Pédale!, Tampon და სხვა. So Press-ის პორტფოლიოში ასევე არის აუდიოვიზუალური წარმოების კომპანიები: Sovage სარეკლამო მიმართულებისთვის, Allso ბრენდული

კონტენტისთვის, So In Love დოკუმენტური და მხატვრული ფილმებისთვის, Solid მუსიკალური ვიდეოებისთვის. კომპანიის პორტფოლიოს ნაწილია მუსიკალური ლეიბლი Vietnam, საკონცერტო დარბაზი Le Trabendo და კონსულტაციების მიმართულება Better Call So.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი „სტეინვეის” არტისტი გახდა

შემდეგი სტატია

ბაჩა მძინარაშვილი – ბერკლის კოლეჯის პირველი ქართველი სტუდენტი საკუთარ შემოქმედებასა და ქართულ-ამერიკულ კარიერაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი