A$AP Relli-მ, ნამდვილი სახელით ტერელ ეფრონი, დუმილი დაარღვია მას შემდეგ, რაც თავისი ყოფილი მეგობრის A$AP Rocky-ს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი წააგო.
„ჭორების განხილვა არის გასართობი ფორმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცხოვრებაში ღირებული მიზნები ან მიზანი არ გააჩნია“, – დაწერა მან ინსტაგრამის ისტორიაში. „გძულდე, შელახე ჩემი სახელი, ცუდი რამეები მითხარი, არ მაინტერესებს. შენს არსებობას ჩემს ცხოვრებაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.“
Relli-მ A$AP Rocky 2021 წლის ნოემბერში, ლოს-ანჯელესში სროლისას, მისი მოკვლის მცდელობაში დაადანაშაულა. ამან ჰარლემელი რეპერი ორი მძიმე ბრალის წარდგენამდე მიიყვანა. A$AP Rocky-ს საჯარო პროცესი დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა. სასამართლო დავის დასაწყისში, Rocky-მ უარი თქვა საპროცესო გარიგებაზე, რაც 180 დღის ციხეში გატარებას და შემდგომ, პრობაციის სამწლიან პერიოდს ითვალისწინებდა.
როდესაც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, A$AP Rocky-მ ღმერთს და მოსამართლეს მადლობა საჯაროდ გადაუხადა: „პირველ რიგში, მადლობა ღმერთს და ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო მოსამართლეს სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის. უბრალოდ, ძალიან მადლიერი ვარ. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, მთელი ეს გამოცდილება ნამდვილი სიგიჟე იყო, მაგრამ მაინც მადლიერი ვარ.” – განაცხადა რეპერმა მედიის წინაშე.
Rocky-მ პლატფორმა X-ზე ასევე გამოაქვეყნა პოსტი თავისი მომავალი ალბომის სათაურით – Don’t Be Dumb.
ASAP Rocky speaking to the media after his Not Guilty verdict
— Ahmed/The Ears/IG: BigBizTheGod 🇸🇴 (@big_business_) February 19, 2025
"You gotta thank God first. I really wanna thank the jury for making the right decisionpic.twitter.com/A7tQ12QSvI