Garbage-მა ახალი ალბომი Let All That We Imagine Be the Light დააანონსა

„როცა ახალგაზრდა ვიყავი, უმეტესად ნგრევისკენ მქონდა მიდრეკილება. ახლა, უკვე მჯერა, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია რაღაცის შენება და შექმნა.“ – ამბობს Garbage-ის ვოკალისტი შირლი მენსონი.
შირლი მენსონი Garbage-ის ვოკალისტი, Mad Cool Festival, 2016 წლის 16 ივნისი, მადრიდი, ესპანეთი. ფოტო: ხუან აგუადო/Redferns
შირლი მენსონი Garbage-ის ვოკალისტი, Mad Cool Festival, 2016 წლის 16 ივნისი, მადრიდი, ესპანეთი.
ფოტო: ხუან აგუადო/Redferns

თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფმა Garbage ახალი ალბომის გამოცემა დააანონსა.

Let All That We Imagine Be the Light, ჯგუფის მერვე სტუდიური ალბომი იქნება, რომელიც  2021 წელს გამოცემული ალბომის No Gods No Masters-ს და ბოლო წლებში გამოშვებული ორი EP-ის შემდეგ პირველი ნამუშევარია. ალბომი 30 მაისს ლეიბლ Stun Volume-ის მეშვეობით გამოვა.

„ჩვენი წინა ალბომი საკმაოდ პირდაპირი იყო,  რომელიც იმედგაცრუებისა და გაბრაზების ფონზე შეიქმნა. მასში სიბრაზის და გადაწვის ენერგია იგრძნობოდა. ახალი ალბომის შემთხვევაში კი, სრულიად სხვა ენერგია გვჭირდებოდა, უფრო კონსტრუქციული. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მიწისქვეშეთიდან ამოვედით სინათლის საძიებლად და მომავლისკენ მივდივართ.“ – აცხადებს ოფიციალურ განცხადებაში ჯგუფის ვოკალისტი შირლი მენსონი.

„ვეძებდი სიცოცხლეს, სიყვარულს. ქვეყნად არსებულ ყველა კარგ რამეს ვეძებდი, რაც ამ სამყაროში ახლა ასეთი უხილავია. სწორედ ეს იყო ჩემთვის ამ ალბომზე მუშაობის მთავარი იდეა, როცა გარშემო ბნელა, სჯობს, ის ეძებო, რაც ნათელია, რაც სითბოსა და სიყვარულს ასხივებს.

„როცა ახალგაზრდა ვიყავი, უმეტესად ნგრევისკენ მქონდა მიდრეკილება. ახლა, უკვე მჯერა, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია რაღაცის შენება და შექმნა. ჩემში ისევ ცოცხლობს ძველი რომანტიკული იდეალები თემის, საზოგადოების და მთლიანად მსოფლიოს მიმართ. არ მინდა, ამ ცხოვრებაში ქაოსი შევქმნა და ადამიანებს ზიანი მივაყენო. მინდა, რომ სიკეთე მოვიტანო.“ –  — ამბობს შირლი მენსონი.

ალბომზე მუშაობა რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. საინტერესო ფაქტია ასევე ის, რომ ალბომის ანონსს სინგლი არ მოჰყოლია. ამის ნაცვლად, ჯგუფმა განაცხადა, რომ ალბომის პირველი ნაწილის მოსმენა უახლოეს კვირებში იქნება შესაძლებელი.

2024 წლის აგვისტოში, შირლი მენსონის ევროპულ ტურნეზე მიღებული ტრავმის გამო, Garbage იძულებული გახდა,  საკონცერტო თარიღები გაეუქმებინათ, რადგან  ვოკალისტს ოპერაცია და რეაბილიტაცია დასჭირდა. ჯგუფი სცენას მარტში, სამხრეთ ამერიკული ტურნესთვის დაუბრუნდება.

Garbage-ის სადებიუტო ალბომი 1995 წელს გამოვიდა, რომელმაც  ორმაგი პლატინის სტატუსი მიიღო და Billboard 200-ის ჩარტში მე-20 ადგილზე გავიდა. 1998 წელს  ჯგუფის  მეორე ალბომი Version 2.0, გამოვიდა, რომელმაც Billboard 200-ზე მე-13 პოზიცია დაიკავა და ბენდი კიდევ უფრო პოპულარული გახადა.

მიუხედავად გარკვეული პაუზისა, Garbage ბოლო წლებში მუსიკალური პროექტებით აქტიურად იყო დაკავებული. 2021 წელს გამოცემული ალბომი No Gods No Masters – Billboard 200-ზე 95-ე ადგილზე გავიდა, რომელშიც სიმღერა The Men Who Rule the World არის შესული. ჯგუფი ასევე თანამშრომლობდა ისეთი არტისტებთან, როგორებიც არიან Screaming Females და Brody Dalle. 2022 წელს, მათ ალანის მორისეტთან ერთად  Jagged Little Pill-ის საიუბილეო ტურნე გამართეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წარმოგიდგენთ 2025 წლის ოსკარის დაჯილდოების გამომსვლელებსა და წარმდგენებს

შემდეგი სტატია

ბობ დილანმა ინსტაგრამზე Machine Gun Kelly-ს 2016 წლის ვიდეო დადო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი