ზენდეია შრეკის ქალიშვილის როლს ასრულებს: ნახეთ ანიმაციის ახალი ნაწილის თიზერი

ფრენჩაიზის ახალ ნაწილში ასევე ბრუნდებიან მაიკ მაიერსი, კამერონ დიაზი და ედი მერფი.
Shrek 5
Dreamworks

ანიმაციურმა სტუდია DreamWorks-მა განაცხადა, რომ მუშაობა მიმდინარეობს Shrek-ის მეხუთე ნაწილზე, რომელშიც ზენდეია ყველასათვის საყვარელი გმირის ქალიშვილის როლს შეასრულებს.  

YouTube-ზე გამოქვეყნებულ თიზერში ზენდეია ახალი ანიმაციური პერსონაჟის გამხმოვანებლის ამპლუაშია. კადრებში ჩანს, როგორ უყურებს მაიკ მაიერსის მიერ გახმოვანებული შრეკი ჯადოსნურ სარკეში ვიდეოებს. როცა შრეკი გადააწყდება საკუთარ რედაქტირებულ ფოტოს, სადაც ის არარეალურად დაკუნთული ჩანს, ზენდეიას პერსონაჟი მას რეპლიკით მიმართავს. ამავე სცენაში ჩნდება კამერონ დიაზის მიერ გახმოვანებული ფიონა. 

Shrek 5-ში ბრუნდება ედი მერფიც, რომელიც ისევ გაახმოვანებს შრეკის ცნობილ ოთხფეხა მეგობარ ვირს. DreamWorks-ის ინფორმაციით, ზღაპრული ისტორიის ახალი თავი კინოთეატრებში 2026 წლის შობისთვის გამოვა. ცნობილი ანიმაციის პირველი ნაწილი 2001 წელს გამოვიდა. დიდი პოპულარობისა და კომერციული წარმატების შემდეგ მას ახალი ნაწილებიც მოჰყვა – Shrek 2 (2004), Shrek 3 (2007) და Shrek Forever After (2010).  

ზენდეია პროექტში ჩართვამდე, წლების განმავლობაში ამ ანიმაციური ფრენჩაიზის გულშემატკივარი იყო. 2017 წელს მან ტვიტერზე დაწერა: „შრეკს მოზრდილობაშიც ზედმეტად ხშირად ვუყურებ.“ ამ ტვიტის ე.წ. სქრინშოტი Shrek-ის ოფიციალურმა Instagram-მაც გააზიარა. მეხუთე ნაწილის გამოცხადების დღეს ანიმაციის ინსტაგრამის ანგარიშზე გამომწერებს ეს პოსტი კიდევ ერთხელ შეახსენეს. 

Shrek 5-ში შემოქმედებით გუნდთან გაერთიანებამდე ზენდეიამ კრიტიკოსების აღიარება მოიპოვა ლუკა გუადანინოს ფილმ Challengers-ში, ტაში დანკანის როლის შესრულებისათვის. როლისათვის ვარსკვლავმა 2025 წლის ოქროს გლობუსის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია მიიღო, თუმცა ჯილდო The Substance-ის ვარსკვლავმა, დემი მურმა მოიპოვა. მსახიობი ასევე ბრუნდება სერიალში Euphoria, რომლის მესამე სეზონის გადაღებებიც წელს დაიწყო.  

იხილეთ Shrek 5-ის თიზერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Akon ლოს ანჯელესი, 2015 წლის 21 ოქტომბერი. კეისი კარი/ინვიზი/AP/REX/Shutterstock

Akon-ის ვიდეოკლიპმა Right Now (Na Na Na) YouTube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა

შემდეგი სტატია

Lisa Wontae Go

BLACKPINK-ის LISA-მ გულშემატკივრებს სადებიუტო სოლო ალბომი Alter Ego წარუდგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი