არიანა გრანდემ და სინთია ერივომ ოსკარის ცერემონია Oz-ის ფილმების საუნდტრეკების შესრულებით გახსნეს

Wicked-მა წლევანდელ ოსკარებზე 10 ნომინაცია მიიღო.
სინთია ერივო და არიანა გრანდე ოსკარის 97-ე დაჯილდოების ცერემონიაზე.

2025 წლის ოსკარების ცერემონია შთამბეჭდავად გაიხსნა – Wicked-ის ვარსკვლავებმა, არიანა გრანდემ და სინთია ერივომ The Wizard of Oz-ზე დაფუძნებული ფილმების სიმღერების მიქსი  შეასრულეს.

გრანდე სცენაზე მბზინავი წითელი კაბით გამოვიდა, რომელიც ლეგენდარული წითელი ფეხსაცმლის ასოციაციას იწვევდა. მან იმღერა უკვდავ კლასიკად ქცეული Somewhere Over the Rainbow – 1939 წლის The Wizard of Oz-ის სიმღერა. მას შემდეგ, რაც არიანა გრანდემ სცენა დატოვა, აუდიტორიის წინაშე სინთია ერივო გამოჩნდა. ერივომ შეასრულა Home 1978 წლის ფილმიდან The Wiz. ეს არის კომპოზიცია, რომელიც თავდაპირველად დიანა როსმა თავისი შესრულებით აქცია პოპულარულ სიმღერად. 

Oz-ის ორი საკულტო ფილმისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნომრების შემდეგ, გრანდე და ერივო სცენაზე კვლავ გაერთიანდნენ და შეასრულეს Wicked-ის ცნობილი ჰიმნი – Defying Gravity. თუმცა, ამჯერად სცენის მთავარი ვარსკვლავი ერივო იყო. მან ბროდვეის საკულტო სიმღერა შთამბეჭდავი ვოკალური ოსტატობით შეასრულა. როცა მან დამაგვირგვინებელი ნოტი აიღო, დოლბის თეატრში მსმენელებმა ცრემლები ვერ შეიკავეს – მათ შორის იყო მისი თანავარსკვლავი მიშელ იეოც, რომელიც კამერებმა ცრემლის მოწმენდის მომენტში დააფიქსირეს.  

Wicked-მა წლევანდელ ოსკარებზე 10 ნომინაცია მიიღო, მათ შორის საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორია (სინთია ერივო) და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ნომინაცია (არიანა გრანდე). 2024 წლის ბოლოს, Wicked-მა გადაასწრო Mamma Mia!-ს და გახდა ყველაზე შემოსავლიანი კინოადაპტაცია ბროდვეის მიუზიკლების ისტორიაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული The Brutalist გახდა

შემდეგი სტატია

LISA-მ, Doja Cat-მა და RAYE-მ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი