ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული The Brutalist გახდა

თავის სიტყვაში კომპოზიტორმა დენიელ ბლუმბერგმა ფილმის რეჟისორ ბრედი კორბეტს „შემოქმედებითი სულიერი მეგობარი“ უწოდა.
დენიელ ბლუმბერგი ოსკარის დაჯილდოების 97-ე ცერემონიაზე.
PATRICK T. FALLON/AFP via Getty Images

ჰოლივუდში, Dolby Theater-ში ამერიკის კინოაკადემიის 97-ე ყოველწლიურ დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოებაზე დენიელ ბლუმბერგმა საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკის კატეგორიაში The Brutalist-ის მუსიკის შექმნისთვის ოსკარის ჯილდო მოიპოვა. 

ბლუმბერგისათვის ეს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების პირველი ნომინაცია იყო. 35 წლის კომპოზიტორი 2022 წელს უკვე უკვე ფლობდა Ivor Novello Award-ის ჯილდოს საუკეთესო ორიგინალური ფილმის მუსიკისთვის (The World To Come). ფილმი The Brutalist ოსკარზე 10 ნომინაციით იყო წარდგენილი. ბლუმბერგის გამარჯვებამდე ფილმმა კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა – საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის.  

„უკვე 20 წელია, რაც ხელოვანი ვარ – მოზარდობიდან მოყოლებული,“ – თქვა ბლუმბერგმა დაჯილდოებისას. „როდესაც ბრედის (რეჟისორი ბრედი კორბეტი) შევხვდი, ჩემს ნამდვილი შემოქმედებითი სულიერი მეგობარი ვიპოვე.“ ბლუმბერგმა ასევე მადლობა გადაუხადა ფილმზე მომუშავე „შრომისმოყვარე და რადიკალურად განსხვავებულ მუსიკოსებს“, რომლებმაც მისი კომპოზიცია გააცოცხლეს.  

ბლუმბერგის ნამუშევარი ნომინირებული იყო ისეთ ფილმებთან ერთად, როგორებიც არის: Conclave, Emilia Pérez, Wicked და The Wild Robot. იმავე საღამოს საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში გაიმარჯვა კომპოზიციამ El Mal ფილმიდან Emilia Pérez.  

The Brutalist ასევე ნომინირებული იყო საუკეთესო ფილმის, საუკეთესო მსახიობის, საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისა და მსახიობი ქალის, საუკეთესო რეჟისორის, ორიგინალური სცენარის, ოპერატორული ნამუშევრის, მონტაჟისა და მხატვრული გაფორმების კატეგორიებში. აღსანიშნავია, რომ The Brutalist-ში შესრულებული როლისათვის ოსკარი მიიღო ედრიენ ბროუდიმაც.

2025 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებას კომიკოსი კონან ო’ბრაიენი გაუძღვა – ეს მისი პირველი გამოცდილება იყო ოსკარის ცერემონიის წამყვანის ამპლუაში. დაჯილდოება პირდაპირ ეთერში გადაიცა ABC-ის არხზე, ასევე პირველად პირდაპირ რეჟიმში გაეშვა სტრიმინგ სერვის Hulu-ზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

GIMS- NINAO

ფრანგი რეპერი GIMS-ის განდაგანა და ქართული ანსამბლ „ლაზის” „აჭარული” – კლიპი 5 მარტს გამოვა

შემდეგი სტატია

არიანა გრანდემ და სინთია ერივომ ოსკარის ცერემონია Oz-ის ფილმების საუნდტრეკების შესრულებით გახსნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
მეტი
Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
მეტი

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

უკვდავი ჰიმნებით დაწყებული, დღევანდელი უდიდესი ჰიტებით დამთავრებული, ეს სიმღერები თავდაჯერებულობის, ენერგიისა და ზეიმის განწყობას ქმნის და იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი მომენტისთვის. ფლეილისტს MLB წარმოგიდგენთ.
მეტი