Adidas-ის განცხადებით, Yeezy-ის ფეხსაცმლის ბოლო მარაგიც გაიყიდა: „ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ”

კომპანიის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჰარმ ოლმაიერმა განაცხადა, რომ Yeezy-ის არც ერთი ფეხსაცმელი აღარ დარჩა და ყველაფერი გაიყიდა.
Jonathan Leibson/Getty Images for ADIDAS

Adidas-მა კანიე უესტთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ  2022 წლის ოქტომბერში შეწყვიტა. სპორტუომა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუსიკოსმა ანტისემიტური განცხადებები გააკეთა. 

თითქმის ორ-ნახევარი წლის შემდეგ, სპორტული ტანსაცმლის გიგანტი აცხადებს, რომ Yeezy-ის უკანასკნელი მარაგიც გაყიდა.   Adidas-მა 5 მარტს შემოსავლის ანგარიში წარადგინა. როგორც Rolling Stone იუწყება, კომპანიის ფინანსურმა ხელმძღვანელმა ჰარმ ოლმაიერმა განაცხადა, რომ „Yeezy-ის არც ერთი  ფეხსაცმელი აღარ დარჩა. ყველაფერი გაიყიდა და ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ“.

Billboard-მა კომენტარისთვის Adidas-სა და კანიე უესტის წარმომადგენლებს მიმართა.  

Ye (კანიე უესტი) და Adidas პარტნიორები 2013 წელს გახდნენ. თანამშრომლობის შეწყვეტის დროს Yeezy-ის ფეხსაცმელის ხაზი, დაახლოებით, 1.5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. 2022 წლის ბოლოს Adidas-მა, Balenciaga-მ, Gap-მა და Def Jam-მა უესტთან თანამშრომლობა შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც მან White Lives Matter მაისური წარადგინა და სოციალურ ქსელებში სკანდალური განცხადებები გააკეთა, მათ შორის, ებრაელი ხალხის წინააღმდეგ.

„Adidas არ მოითმენს ანტისემიტიზმს და სიძულვილის სხვა ფორმას. Ye-ს ბოლო კომენტარები და ქმედებები მიუღებელი, სიძულვილით სავსე და საშიშია. ისინი ეწინააღმდეგება კომპანიის ფასეულობებს, როგორიცაა მრავალფეროვნება, ურთიერთპატივისცემა და სამართლიანობა,” – განაცხადა Adidas-ის სპიკერმა. 

Adidas-თან გაწყვეტილმა თანამშრომლობამ Yeezy-ის 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების მარაგი გაყიდვების გარეშე დატოვა, რაც 2022 წლის მეოთხე კვარტალში 655 მილიონი დოლარის ზარალში აისახა. მოგვიანებით, Adidas-მა Yeezy-ის გაყიდვებიდან მიღებული თანხის ნაწილი ანტისემიტიზმთან მებრძოლ ორ ორგანიზაციას: Anti-Defamation League-სა და Foundation to Combat Antisemitism-ს გადასცა.  

ყველა იურიდიული დავა Ye-სა და Adidas-ს შორის 2023 წლის ოქტომბერში დასრულდა, როდესაც ორივე მხარემ კონსენსუსს მიაღწია. შეთანხმების პირობები საჯაროდ არ გამოცხადებულა. „ორივე მხარემ გადაწყვიტა, რომ აღარ ღირს ბრძოლა და ყველა სამართლებრივი პრეტენზია უკან გაიწვია,“ – განაცხადა Adidas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ გულდენმა. მისი თქმით, არც ერთი მხარე არ გადაიხდიდა მეორეს სასარგებლოდ კომპენსაციას. „აღარავის არაფერი მართებს. რაც მოხდა, ისტორიას ჩაბარდა.“ 

ოთხშაბათს Ye კიდევ ერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში, როცა X-ზე (ყოფილი Twitter) დრეიკის მისამართით პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მის სასაფლაოზე

გამოსათხოვარ სიტყვას სწორედ დრეიკი უნდა ამბობდეს. „ვიდეო ვნახე, სადაც დრეიკი თავის სახლში დადიოდა და გვაჩვენებდა, რომ რითმების წიგნების ბიბლიოთეკა აქვს. ნეტავ, ეს მაშინ დამენახა და გამეხსენებინა, როცა შურმა მთლიანად შემიპყრო,“– დაწერა Ye-მ. „მე მიყვარს დრეიკი. ამას ჩემს სიკვდილამდე ვიტყვი. მინდა, რომ ჩემს დაკრძალვაზე შენ ილაპარაკო.“

აღსანიშნავია, რომ კანიე უესტმა დრეიკი წარსულში არაერთხელ გააკრიტიკა, მათ შორის, Kendrick Lamar-თან კონფლიქტის დროს. 

დრეიკის შესახებ Ye-მ წლევანდელ ინტერვიუშიც ისაუბრა:  

„ამ კაცს ერთ სიმღერაში 200 ქულის აღება შეუძლია,“ – განაცხადა უესტმა. „მან რაღაც დაამატა ჩვენს ალგორითმს, ჩვენს სიხშირეს. მან წინ წაგვწია. Future-მაც გაგვზარდა და ახლა Kendrick-იც ავითარებს ამ სიხშირეს,” – აღნიშნა უესტმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველ Halftime Show-ს Coldplay დააორგანიზებს

შემდეგი სტატია

ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი

ნიკ ქეივი თავის ახალ გატაცებაზე – კერამიკული სკულპტურების შექმნაზე საუბრობს

„ეს ფიგურები თანმიმდევრობით გაჩნდა, თითქოს ერთმანეთის გაგრძელება იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, გაეგოთ ჩემი მდგომარეობა ისე, როგორც ამას სიმღერები ვერ ახერხებდნენ,” – გაამხილა ნიკ ქეივმა.
მეტი