Coldplay-ს ვოკალისტი კრის მარტინი „ფიფასთან” თანამშრომლობს, რათა ორგანიზება გაუკეთოს Super Bowl-ის სტილის Halftime Show-ს მომავალი წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე.
ჩემპიონატის ფინალი 2026 წლის 19 ივლისს ნიუ-ჯერსის სტადიონზე შედგება. „ფიფა” ასევე გეგმავს მასშტაბურ ღონისძიებას Times Square-ზე, რომლის თანამასპინძლებიც აშშ, მექსიკა და კანადა იქნებიან.
„შემიძლია დავადასტურო, რომ Global Citizen-თან თანამშრომლობით ნიუ-ჯერსიში „ფიფას” მსოფლიო ჩემპიონატის პირველი Halftime Show შედგება. ეს იქნება ისტორიული მომენტი ჩემპიონატისთვის, რომელიც მსოფლიოს უდიდესი სპორტული ღონისძიებაა,” – დაწერა ჯანი ინფანტინომ ინსტაგრამზე.
„ფიფას” პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, წარდგება თუ არა შოუზე თავად Coldplay, თუმცა თქვა, რომ მარტინი და ჯგუფის მენეჯერი ფილ ჰარვი ჩართული იქნებიან სხვა არტისტებთან მოლაპარაკებებში.
„მინდა, მადლობა გადავუხადო Coldplay-ს კრის მარტინსა და ფილ ჰარვის, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ, რათა შევადგინოთ იმ არტისტების სია, რომლებიც Halftime Show-ზე წარდგებიან.”
ინფანტინოს არ დაუზუსტებია, თუ რამდენ ხანს გასტანს შოუ და გაგრძელდება თუ არა ის ტრადიციულ 15 წუთზე დიდხანს.
ეროვნული საფეხბურთო ლიგის Super Bowl უკვე ათწლეულებია, რაც თავის Halftime Show-ებზე მსოფლიოს ა-კლასის ვარსკვლავებს მასპინძლობს. შოუს ბოლო ჰედლაინერი კენდრიკ ლამარი იყო. 2016 წელს კი სპორტული ღონისძიების სცენაზე თავად Coldplay წარდგა, რომელსაც ბიონსე და ბრუნო მარსი შეუერთდნენ.