ჯასტინ ბიბერმა Playboi Carti-ს ახალ ალბომს სახელწოდებით I Am Music მხარი დაუჭირა. მომღერალმა ინსტაგრამზე ატვირთა ვიდეო, სადაც თავად ჩანს, ხოლო ფონად ალბომში შესული სიმღერა Like Weezy ისმის. სიმღერის ტექსტში Playboi Carti ჯასტინ ბიბერს ახსენებს.
Playboi Carti-მ I Am Music-ის ფარგლებში არაერთ ვარსკვლავთან ითანამშრომლა, მათ შორის არიან ტრევის სკოტი, The Weeknd, კენდრიკ ლამარი, Skepta, Future, Ty Dolla $ign და სხვები.
ჯასტინ ბიბერი ერთადერთი ცნობილი სახე არ ყოფილა, ვინც Carti-ს ახალ ალბომს მხარდაჭერა გამოუცხადა. არტისტის ტრეკის „Fine S–t“ ტექსტი ინსტაგრამის ისტორიაში კიმ კარდაშიანმაც გააზიარა. ამ ტრეკში Carti კარდაშიანის ბრენდს, Skims-ს ახსენებს.