გრეისი აბრამსმა  2025 წლის Billboard Women In Music დაჯილდოებაზე წლის სიმღერების ავტორის ჯილდო მიიღო

არტისტმა Billboard Women In Music-ის ღონისძიებაზე სიმღერა I Love You, I’m Sorry შეასრულა.

29 მარტს YouTube Theater-ში Billboard Women In Music-ის ღონისძიება გაიმართა, სადაც მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, გავლენიანმა აღმასრულებელმა პროდიუსერებმა და სხვადასხვა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი.

წელს დაჯილდოებაზე გრეისი აბრამსმა პირველად მიიღო წლის სიმღერების ავტორის ჯილდო, რომელიც მას ვიქტორია მონეტმა გადასცა. „ეს საოცარი არტისტი, სულ მცირე, ოთხი მიმართულებითაა გამორჩეული, ის არაჩვეულებრივი ტექსტების ავტორი, შეუდარებელი ვოკალისტი, ინოვაციური პროდიუსერი და საოცარი მოცეკვავეა.  მისი ნიჭი ყოველდღიურად მაოცებს.” – განაცხადა ვიქტორია მონეტმა, რომელმაც გასული წლის Women in Music-ის ღონისძიებაზე ამომავალი ვარსკვლავის ტიტული მიიღო.

სანამ გრეისი აბრამსი ჯილდოს მიიღებდა,  ჰიტი I Love, I’m Sorry შეასრულა, რომელიც მის მეორე ალბომ The Secret of Us-შია შესული. არტისტმა ალბომი საუკეთესო მეგობართან და კოლეგასთან, ოდრი ჰობერტთან ერთად ჩაწერა, რომელიც დარბაზში გრეისის დედასთან და მის მენეჯერთან ერთად იმყოფებოდა.

„ჩემს საუკეთესო მეგობარს და ყველაზე ჭკვიან ოდრი ჰობერტს მინდა მადლობა გადავუხადო. შენი დამსახურებაა, ვინც ახლა ვარ.  ჩვენი ალბომი სწორედ შენი წყალობით არის ასეთი. შენამდე არც ერთი სიმღერა არ მქონდა დაწერილი. შენ კი დამეხმარე, რომ ამ ალბომში ყველა ის გრძნობა ჩამედო, რაც გულში მქონდა.“ – აღნიშნა გრეისი აბრამსმა.

არტისტმა სამადლობელ სიტყვაში ტექსტების ავტორი სარა აარონსიც მოიხსენია, ხოლო  ტეილორ სვიფტზე თქვა: „არასდროს დავიღლები მადლიერებით მისი ჯადოსნური კალმისადმი, მისი სიტყვები ჩემზე ძალიან დიდ გავლენას ახდენენ.“ 

ნახეთ გრეისი აბრამსის სამადლობელი სიტყვა  Billboard Women in Music 2025-ზე: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard Women in Music 2025-ზე წლის ჯგუფი aespa გახდა

შემდეგი სტატია

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი