უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
იაპონიის მუსიკალური დაჯილდოება
ბილბორდ იაპონია

იაპონიის მუსიკალური დაჯილდოების (MAJ) პირველი ცერემონია, რომელიც ამავდროულად ქვეყნის ყველაზე დიდი დაჯილდოებაა, მაისში კიოტოში შედგება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან არტისტები და ნამუშევრები, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს 2024 წლის 29 იანვრიდან 2025 წლის 26 იანვრამდე პერიოდში. გამარჯვებულები 60-ზე მეტ კატეგორიაში გამოვლინდებიან, რომელთა შორისაც ექვსი მთავარი ნომინაციაა: წლის სიმღერა, წლის არტისტი და სხვ. 13 მარტს გამოქვეყნდა ვრცელი სია, საიდანაც საბოლოოდ თითოეულ კატეგორიაში ხუთი ნომინანტი უნდა აირჩეს.

ამჯერად ავიღოთ წლის სიმღერის კატეგორია იმ 256 ნამუშევრით, რომელიც ამ ნომინაციაში წარსადგენად იბრძოლებს და შევადაროთ ბილბორდ იაპონიის Hot 100-ის ჩარტს (BBJ).

წლის სიმღერაზე წარდგენილთა სია დაფუძნებულია ორიგინალურ ჩარტზე, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს Japan Hot 100-ის ექვს კრიტერიუმის. პირველი, რაც  MAJ-სა და BBJ-ს საერთო აქვთ, ეს არის შეფასების კრიტერიუმებში სტრიმინგის დიდი წილი. ეს ტენდენცია კი აჩვენებს, რომ ორივე მათგანი აცნობიერებს, რომ დღეს მუსიკის მოხმარების ძირითადი გზა სწორედ სტრიმინგია. 

MAJ-ის შემთხვევაში დისკების გაყიდვის წილი 10%-ს შეადგენს, ხოლო BBJ-ში ეს მაჩვენებელი 2%-ია. აღსანიშნავია, რომ გლობალური ბაზრის ფონზე იაპონიაში CD ბაზარი ჯერ კიდევ ფართოა, შესაბამისად, აღნიშნულ იაპონურ ტენდენციას დაჯილდოება მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. მსგავსი შემთხვევაა მუსიკის ჩამოტვირთვის მხრივაც. ჩამოტვირთვებს MAJ-ში 7%-იანი წილი უკავია, როცა BBJ-ში ის უფრო ნაკლები – 4%-ია. ეს კი აჩვენებს, რომ MAJ-ის ყველაზე დამახასიათებელი შტრიხი იმგვარად მოწყობილი სისტემაა, რომელიც მხედველობაში იღებს იაპონური ბაზრის თავისებურებებს. 

რაც შეეხება გენდერულ გადანაწილებას, MAJ-ის შემთხვევაში 61% კაც არტისტებს უკავიათ, 30% – ქალებს, ხოლო 9%-ს შერეული მუსიკალური აქტები წარმოადგენს. BBJ-სთან შედარებით, აქ კაცი არტისტების წილი ოდნავ დაბალი, ქალი არტისტებისა კი შედარებით მაღალია. განსხვავებაა ასევე ის, რომ ჩარტში უფრო მეტია შერეული მუსიკალური აქტების წილი, რაც ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მასში დუეტ YOASOBI-ს (ქალი და კაცი არტისტების დუეტი) ბევრი სიმღერა შედის. 

MAJ-ის შემთხვევაში 84%-ს იაპონელი არტისტები შეადგენენ, რაც ოდნავ დაბალია BBJ-სთან შედარებით (89%). თუმცა MAJ-ში მეტია სამხრეთ კორეული სიმღერების წილი (14%, BBJ-ის 10%-თან შედარებით).   იაპონიისა და სამხრეთ კორეის გარეთ ერთადერთი არტისტები არიან: მერაია კერი, OneRepublic და ტეილორ სვიფტი – ყველა მათგანი აშშ-დან. ასევე გვხვდება სხვადასხვა ქვეყნის არტისტების ორი კოლაბორაცია: Rosé და ბრუნო მარსი და BE:FIRST X ATEEZ

როგორც MAJ-ის, ასევე BBJ-ის შემთხვევაში ჟანრების უმეტესობა პოპი და როკია. MAJ-ის 14%-ს კი K-პოპი იკავებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ BBJ-ის 43% დაკავშირებულია სხვა პროდუქტებთან, როგორებიცაა: ანიმე – 19%, სერიალები – 13% და რეკლამები – 11%. MAJ-ს კი უფრო ფართო სპექტრი აქვს სიმღერებისა, რომლებიც დამოუკიდებელია სხვა პროდუქტებთან კავშირებისგან.  

იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ის შედარების შედეგად გამოკვეთილი ტენდენციები აჩვენებს, რომ MAJ შეიცავს კარგ ბალანსს მრავალფეროვანი კრიტერიუმებისა, რათა ასახოს მეინსტრიმ მუსიკის ფართო სპექტრი იაპონიაში. ფაქტი, რომ დაჯილდოება უპირატესობას ანიჭებს საზომებს, რომლებიც იაპონური მუსიკალური ბაზრის უნიკალურ თავისებურებებს ასახავს – როგორებიცაა, მაგალითად, დისკების გაყიდვა და მუსიკის ჩამოტვირთვა – მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი აღმოჩნდა ბილბორდის ჩარტებისგან. 

ახლა უკვე საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ მოახდენს MAJ-ის სტრუქტურა გავლენას მუსიკალური ბაზრის მომავალზე და იაპონური მუსიკის გავრცელებაზე მსოფლიოში. დაჯილდოების ნომინანტთა საბოლოო სია 17 აპრილს გამოქვეყნდება. ცერემონია კი 21 და 22 მაისს შედგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გრეისი აბრამსმა  2025 წლის Billboard Women In Music დაჯილდოებაზე წლის სიმღერების ავტორის ჯილდო მიიღო

შემდეგი სტატია

„გრიგალი” – DEENA-მ ახალი სიმღერა გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი
Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

ქართველი არტისტი მარიამ ჯანჯღავა, სასცენო სახელით Janngo, მსმენელს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს უზიარებს, - სიმღერა Minute-ის ოფიციალური ვიდეო უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მეტი

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

მსახიობი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მელბურნში, ავსტრალიაში, 20 წლის წინ მოხდა.
მეტი

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.
მეტი

ჯასტინ ბიბერი 4-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა – მომღერალმა Coachella-ზე მსმენელს დასამახსოვრებელი მუსიკალური შოუ შესთავაზა

პოპვარსკვლავმა შაბათს გამართულ სეტზე უდიდესი ჰიტები YouTube-ის ვიდეოების ფონზე შეასრულა და განვლილი გზა გაიხსენა.
მეტი