„გრიგალი” – DEENA-მ ახალი სიმღერა გამოუშვა

ტრეკის ავტორები DEENA და ნიკა ფასური არიან, რომელიც ამავდროულად ნამუშევრის პროდიუსერიც არის.
DEENA
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ქართველმა არტისტმა DEENA-მ (ელენე გიგანი) ახალი სიმღერა, სახელწოდებით „გრიგალი” გამოუშვა. როგორც მუსიკოსი Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, სიმღერა ეძღვნება სტიქიურ მოვლენებს და იმ ემოციებს გადმოსცემს, რომლებსაც ეს მოვლენები თავად არტისტში აღძრავს.

DEENA:

„ხანდახან თავად ადამიანი შეიძლება იყოს გრიგალი, ხანდახან კი – საკუთარი ქვეყნის მდგომარეობა. გრიგალში ყველაზე რთული ის არის, რომ მის დროს ნავიგაცია ძნელია, ყველანაირი კურსი და საერთოდ ყველაფერი ირევა.”

ტრეკის ავტორები DEENA და ნიკა ფასური არიან, რომელიც ამავდროულად ნამუშევრის  პროდიუსერიც არის. მიქსინგსა და მასტერინგზე ლუკა თელიამ იმუშავა. „გრიგალი” ვიზუალურ ნამუშევართან ერთად გამოქვეყნდა, რომლის ავტორები თავად არტისტი DEENA და გიორგი სოლომანაშვილი არიან. 

DEENA ქართველი არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 16 წლის ასაკში, პანდემიის დროს დაიწყო. 2021 წლიდან თანამშრომლობს ქართულ მუსიკალურ ლეიბლთან, სახელწოდებით Didube Records. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, პროდიუსერ ნიკა ფასურთან ერთად, 2022 წელს Deena-მ გამოუშვა სადებიუტო ალბომი LOW LOVE.  

DEENA-ს მუსიკა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ის აერთიანებს პოპს, თრეფს და R&B-ს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

შემდეგი სტატია

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი