პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
Cardi B. 2025 წლის 8 თებერვალი
Marcus Ingram/Getty Images

Cardi B-მ სოციალურ მედიაში ხმაური  გამოიწვია, როცა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც Raising Cane-ის საკვებ სოუსს სახეზე ისვამს – თუმცა, როგორც გაირკვა, ეს პირველი აპრილის ხუმრობა იყო.  

პირველ აპრილს Cardi B-მ ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა და სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.

„ყოველთვის მეკითხებიან, როგორ მაქვს კანი ასეთი ლამაზი, მბზინავი და საოცარი – 32 წლის ასაკში, სამი შვილის და სტრესული სამსახურის ფონზე, როცა ღამეების თენებაც მიწევს?“ – ამბობს რეპერი. „აი, ეს დამატენიანებელი კრემი მეხმარება”. – ამ სიტყვებთან ერთად ვარსკვლავი კამერაში Raising Cane-ის საკვებ სოუსს აჩვენებს და სახეზე ისვამს, ბოლოს კი თითებიდან სოუსის ნარჩენებს ილოკავს. „ბოდიში, უბრალოდ ძალიან მშია და ეს დამატენიანებელი ძალიან გემრიელია“, – ამბობს ის.  როგორც აღმოჩნდა, ეს უბრალოდ პირველი აპრილის მორიგი ხუმრობა იყო. 

ამ  პოსტამდე რამდენიმე დღით ადრე Cardi-მ ინსტაგრამზე გამომწერებს გაუმხილა, რომ მისმა ქალიშვილმა მარკერებით გააფერადა მისი Hermés Kelly-ს ნიანგის ტყავის ჩანთა.  

„ამ ჩანთაში 60,000 დოლარი გადავიხადეთ,“ – ამბობს Cardi ვიდეოში. „ნახეთ, რა ქნა ჩემმა შვილმა! ნახეთ, რა გაუკეთა ჩემს ჩანთას.”

იხილეთ Cardi B-ის ვიდეო, რომელიც ვარსკვლავმა პირველ აპრილს გამოაქვეყნა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„გრიგალი” – DEENA-მ ახალი სიმღერა გამოუშვა

შემდეგი სტატია

ველ კილმერი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი