ელტონ ჯონის და  ბრენდი კარლაილის კოლაბორაციული ახალი ალბომი  Who Believes in Angels?

5 აპრილს დუეტი შაბათის ღამის შოუში მუსიკალური სტუმრის სტატუსით წარდგება, მეორე დღეს კი ალბომის აღსანიშნად კონცერტს გამართავენ.
ელტონ ჯონი და ბრენდი კარლაილი ფოტო: პეგი სიროტა
ელტონ ჯონი და ბრენდი კარლაილი
ფოტო: პეგი სიროტა

ელტონ ჯონსა და ბრენდი კარლაილს ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებთ, ახლა კი საერთო ალბომის Who Believes in Angels?-ის გარშემო გაერთიანდნენ. დუეტმა ალბომის ჩაწერა 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და 20 დღეში დაასრულა. ჩანაწერები  4 აპრილს Interscope Records-ის ლეიბლით გამოვიდა.  დუეტმა ალბომი ელტონ ჯონის ტექსტების დიდი ხნის თანა-ავტორ ბერნი ტაუპინთან  და პროდიუსერ ენდრიუ უოთისთან ერთად შექმნა. Who Believes in Angels?-ში შედის უკვე გამოშვებული სინგლები: Swing for the Fences და Never Too Late.

„როცა ჩემი გამოსამშვიდობებელი ტურნე დასრულდა, უკვე ვიცოდი, რომ  ბრენდისთან ერთად ახალ ალბომს შევქმნიდი.  მინდოდა, სხვა მიმართულებით წავსულიყავი და რაიმე სრულიად ახალი გამეკეთებინა. ბრენდი ყოველთვის შთამაგონებდა, ჩვენი მეგობრობა ძალიან მჭიდროა. შინაგანად ვგრძნობდი, რომ ერთად რაღაც განსაკუთრებულს შევქმნიდით. Who Believes in Angels?-ზე მუშაობა საკმაოდ გამიჭირდა, ხშირად მეპარებოდა ეჭვი საკუთარ თავში, მაგრამ ბერნი ტაუპინთან და ენდრიუ უოთთან ერთად 20 დღეში 10 სიმღერა დავწერეთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ამაღელვებელი გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში.“ – განუცხადა ელტონ ჯონმა Billboard-ს. 

5 აპრილს დუეტი შაბათის ღამის შოუში მუსიკალური სტუმრის სტატუსით წარდგება,  ხოლო 6 აპრილს ალბომის აღსანიშნად კონცერტს გამართავენ, რომელიც CBS-ის პირდაპირ ეთერში გავა. კონცერტი, სახელწოდებით An Evening With Elton John and Brandi Carlile  ცოცხალ შესრულებებს, ალბომიდან ექსკლუზიურ კადრებს და ბრენდი კარლაილისა და ელტონ ჯონის მეგობრობის ისტორიებს მოიცავს.

მოუსმინეთ ელტონ ჯონისა და ბრენდი კარლაილის ალბომი Who Believes in Angels?

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თბილისში ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

ედ შირანი, ლოს-ანჯელესი, 2023 წლის 19 სექტემბერი ტიმოთი ნორისი / Getty Images

ედ შირანის ახალი სიმღერა სახელწოდებით Azizam

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი