ადამ ლევინი The Beatles-ის სიმღერის ქავერის შესრულების შემდეგ პოლ მაკარტნის რეაქციას იხსენებს

ჯგუფი Maroon 5 იმ მრავალ შემსრულებელს შორის იყო, ვინც 2014 წელს, CBS-ის სპეციალური გადაცემისთვის The Beatles-ის ქავერ სიმღერები შეასრულა.
Maroon 5 - ადამ ლევინი Pepsi Super Bowl-ის ნახევარფინალურ შოუზე, 2019 წლის 3 თებერვალი, ატლანტა, ფოტო: კევინ უინტერი
Maroon 5 – ადამ ლევინი Pepsi Super Bowl-ის ნახევარფინალურ შოუზე, 2019 წლის 3 თებერვალი, ატლანტა, ფოტო: კევინ უინტერი

Maroon 5-ის ვოკალისტმა ადამ ლევინმა პოლ მაკარტნის რეაქცია გაიხსენა, როცა მისმა ბენდმა The Beatles-ის სიმღერის ქავერ ვერსიები შეასრულა.

ადამ ლევინი და გიტარისტი ჯეიმს ვალენტაინი The Howard Stern Show-ს სტუმრობდნენ, სადაც მათ 2014 წელს CBS-ის სპეციალურ სატელევიზიო შოუში The Night That Changed America: A Grammy Salute to the Beatles  – The Beatles-ის სიმღერები შეასრულეს.

გარდა პოლ მაკარტნის და რინგო სტარისა, ამ საღამოზე ისეთი არტისტები წარდგნენ, როგორებიც არიან: ედ შირანი, ქეთი პერი, სტივი უანდერი, ჯონ ლეჯენდი და ალიშა ქისი. მუსიკოსებმა The Beatles-ის სიმღერების ქავერ ვერსიები  შეასრულეს. ღონისძიება Maroon 5-ის გამოსვლით გაიხსნა, სადაც ბენდმა სიმღერები  All My Loving და Ticket to Ride იმღერა.

„საშინლად შეშინებული ვიყავი,“ –  უთხრა ჯეიმს ვალენტაინმა  წამყვანს – ჰოვარდ სტერნს, ხოლო ადამ ლევინმა დაამატა: „ცხოვრებაში რამდენიმე ძალიან საშიში მომენტი მქონია, ეს კი აშკარად ერთ-ერთი მათგანი იყო. ვფიქრობდი, ჯანდაბა, მაპატიეთ, მაგრამ ზოგჯერ ასეთი მაგარი ვერ იქნები.  იქ ხომ  თვით რინგო სტარი და პოლ მაკარტნი იყვნენ.“

შემდეგ პოლს შევხვდი, მან მხარზე ხელი დამადო და მითხრა: „იცი, ჩვენ უკეთესად შევასრულეთ”.   ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან სასაცილო იყო. გამეცინა და ვუთხარი: “ჰო, აბა რა, შენ ხომ პოლ მაკარტნი ხარ.” –  იხსენებს ადამ ლევინი. 

მომღერალი იხსენებს, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო უცნაურად გაგრძელდა, როდესაც რამდენიმე თვის შემდეგ, მაკარტნიმ ერთ-ერთ წვეულებაზე მას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ შესაძლოა, მის სიტყვებს რაიმე უსიამოვნება გამოეწვია.

„ამ საოცარმა ჟესტმა დაამსხვრია მითი, რომ თითქოს, შენი გმირები მიუწვდომელნი არიან. სინამდვილეში, ის არის სუფთა გულისა და ლამაზი სულის მქონე ადამიანი, რომელიც იმდენად გულისხმიერი აღმოჩნდა, რომ იფიქრა, იქნებ, რაღაცით ჩემი გრძნობები შელახა,  თუმცა, რა თქმა უნდა, ასე არ ყოფილა.“ – დაამატა Maroon 5-ის ვოკალისტმა.

ადამ ლევინმა 7 აპრილს The Tonight Show-ში მონაწილეობით ასევე დაადასტურა, რომ 2025 წელს მუსიკალურ სცენაზე დაბრუნებას გეგმავს.

„მოარული ჭორები მართალია, თუმცა ყველაფერს ვერ გავამხელ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვის ბოლოს ახალი სინგლი გამოვა, რაც ძალიან მიხარია. ალბომის გამოსვლა ზაფხულში იგეგმება, შემდგომის მიწურულს კი ტური გვექნება.” – განმარტა ადამ ლევინმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მუსიკალური კომპანია HYBE-ს დახმარებით, კორეის პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა, რომლებმაც არტისტების ე.წ. Deepfake მასალა გაავრცელეს

შემდეგი სტატია

Depeche Mode - მარტინ გორი და დაივ გეენი 2024 წლის 16 მარტი, ბარსელონა. ფოტო: ხავი ტორენტი

Depeche Mode-მა ფილმის Depeche Mode: M-ის გამოსვლა დააანონსა, რომელიც 2023 წლის მექსიკის შოუებს ასახავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი