Depeche Mode-მა ფილმის Depeche Mode: M-ის გამოსვლა დააანონსა, რომელიც 2023 წლის მექსიკის შოუებს ასახავს

სრულმეტრაჟიანი ფილმი წლის ბოლოს გამოვა, რომლის რეჟისორიც ფერნანდო ფრიასი იქნება.
Depeche Mode - მარტინ გორი და დაივ გეენი 2024 წლის 16 მარტი, ბარსელონა. ფოტო: ხავი ტორენტი
Depeche Mode – მარტინ გორი და დაივ გეენი 2024 წლის 16 მარტი, ბარსელონა. ფოტო: ხავი ტორენტი

Depeche Mode სრულმეტრაჟიან ფილმს აანონსებს, რომელიც Memento Mori-ს ტურნეს ფარგლებში მეხიკოში ჯგუფის გრანდიოზულ 2023 წლის კონცერტებს ასახავს.

ფილმ Depeche Mode: M-ის რეჟისორი მექსიკელი კინორეჟისორი ფერნანდო ფრიასია, რომელიც ცნობილია ფილმებით I’m No Longer Here, Don’t Expect Anyone to Believe Me).  Depeche Mode: M -ის გამოსვლა კი წლის ბოლოს იგეგმება.

პრესრელიზის მიხედვით, ეს იქნება ექსპრესიული და დინამიკური კინოფილმი, რომელიც მაყურებელს ბენდის მუსიკალურ მოგზაურობას აზიარებს. ფილმი 200 000 მექსიკელი გულშემატკივრის  ბენდთან ემოციურ კავშირებზე მოგვითხრობს.  

ფილმში მეხიკოს Foro Sol სტადიონზე ჩატარებული სამი მასშტაბური კონცერტის კადრები იქნება შესული, რომელიც 2023 წლის სექტემბერში გაიმართა.

ამასთანავე, იგი გოთ-როკ ვეტერანი ჯგუფის მე-15 ალბომის, Memento Mori-ს  მოტივებსა და მექსიკურ კულტურაში არსებულ, სიკვდილთან და მოკვდავობასთან  დაკავშირებულ თემებს  იკვლევს.

გლობალურმა ტურნემ  Memento Mori Billboard-ის 2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი როკ-ტურნეების ათეულში მეცხრე ადგილი დაიმკვიდრა. ჯგუფმა 63 კონცერტზე 910 000 ბილეთი გაყიდა და თითქმის 125 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

მიუხედავად წარმატებისა, ვოკალისტმა დეივ გეენმა დეკემბერში განაცხადა, რომ ის და თანადამფუძნებელი გიტარისტი/კლავიშისტი მარტინ გორი ამ ეტაპზე ახალი მუსიკის ჩაწერაზე არ ფიქრობენ.

„მარტინთან ვისაუბრეთ. ცოტა ხნის წინ შევხვდით კიდეც, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. იტალიაში ვიყავით, მშვენიერი დრო გავატარეთ ყოველგვარი სამუშაოს ან საკონცერტო წნეხის გარეშე. მე მართლა ვკითხე მარტინს, რამე ხომ არ დაუწერია, და მან მიპასუხა: არა! ეს ნორმალურია – განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე წელი ინტენსიურად მუშაობ. ამ ყველაფერს დრო უნდა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე ისევ  შევიკრიბოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ იგეგმება.“ – განაცხადა დეივ გეენმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Maroon 5 - ადამ ლევინი Pepsi Super Bowl-ის ნახევარფინალურ შოუზე, 2019 წლის 3 თებერვალი, ატლანტა, ფოტო: კევინ უინტერი

ადამ ლევინი The Beatles-ის სიმღერის ქავერის შესრულების შემდეგ პოლ მაკარტნის რეაქციას იხსენებს

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეი 2024 წლის 21 აგვისტო, პარიზი, საფრანგეთი. ფოტო კრისტი სპაროუ

ლანა დელ რეის ახალი სიმღერა Henry Come On

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი