მუსიკალური კომპანია HYBE-ს დახმარებით, კორეის პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა, რომლებმაც არტისტების ე.წ. Deepfake მასალა გაავრცელეს

კომპანიის განცხადებით, მონიტორინგი გრძელდება და ამ ტიპის დანაშაულების მთლიანად აღმოსაფხვრელად, სამართლებრივ ზომებს მიიღებენ.
HYBE-ის შენობა სეულში, სამხრეთ კორეაში. 2021 წლის 7 აპრილი.
Justin Shin/GI

HYBE  სამხრეთკორეული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს მუსიკალურ ფროდაქშენში ლეიბლს, არტისტ მენეჯმენტს, კონცერტების ორგანიზებას, ტექნოლოგიებსა და გართობის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პლატფორმას. HYBE განსაკუთრებით ცნობილი გახდა სუპერვარსკვლავი ბენდის, BTS-ის გლობალური წარმატების შემდეგ. 

ამჟამად HYBE განაგრძობს აქტიურ მუშაობას, რათა თავისი არტისტები დაიცვას. ჩრდილოეთ კიონგის პროვინციის პოლიციის სააგენტომ (NGPPA) კომპანიასთან თანამშრომლობით უკვე დააკავა რვა ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან HYBE Music Group-ის არტისტების ე.წ. Deepfake ვიდეოების შექმნასა და გავრცელებაში. ინფორმაციას ასევე ადასტურებს Billboard. ე.წ. Deepfake  არის ყალბი სურათები, ვიდეოები ან აუდიოჩანაწერები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაგენერირდა.

გამოძიება 2024 წლის თებერვალში HYBE-სა და NGPPA-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო. შეთანხმების მიზანი კიბერდანაშაულებთან ბრძოლა და არტისტების უსაფრთხოების დაცვაა. HYBE-მა სააგენტოს სამხილები მიაწოდა, რაც პოლიციას ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებასა და დაკავებაში დაეხმარა. გამოძიებასთან ასევე ითანამშრომლეს არტისტების ერთგულმა გულშემატკივრებმაც, რომლებმაც ინფორმაცია HYBE-ის სპეციალურ ცენტრში გაგზავნეს.

„HYBE-ს მტკიცე და მკაცრი პასუხი ექნება დანაშაულებზე, რომლებიც ჩვენი არტისტების უფლებებსა და რეპუტაციას არღვევენ,” – ნათქვამია HYBE-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეისონ ჯესანგ ლის განცხადებაში. „ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და მივიღებთ სამართლებრივ ზომებს, რათა ამგვარი სერიოზული დანაშაულები მთლიანად აღმოვფხვრათ,” – აღნიშნა მან.

NGPPA-ს წარმომადგენელმა, ჰო-სეონგ კიმმაც დაადასტურა, რომ deepfake-ის შემქმნელ და გამავრცელებელ  ეჭვმიტანილებზე ძიება გაგრძელდება. „Deepfake არის სერიოზული დანაშაულის კატეგორია, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს დაზარალებულის ყოველდღიური ცხოვრება,“ – განაცხადა ჰო-სეონგ კიმმა. 

ამ ეტაპზე HYBE არ ასახელებს არც ეჭვმიტანილების ვინაობას და არც კონკრეტულ არტისტებს, რომლებიც ამ დანაშაულის სამიზნე აღმოჩნდნენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

არიანა გრანდემ ჰალი ბეილი თავისი ახალი სიმღერის ქავერის შესრულებისათვის შეაქო

შემდეგი სტატია

Maroon 5 - ადამ ლევინი Pepsi Super Bowl-ის ნახევარფინალურ შოუზე, 2019 წლის 3 თებერვალი, ატლანტა, ფოტო: კევინ უინტერი

ადამ ლევინი The Beatles-ის სიმღერის ქავერის შესრულების შემდეგ პოლ მაკარტნის რეაქციას იხსენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი