არიანა გრანდემ ჰალი ბეილი თავისი ახალი სიმღერის ქავერის შესრულებისათვის შეაქო

„მშვენიერია,“ – დაწერა გრანდემ კომენტარების ველში და ვიდეო საკუთარ Story-შიც გააზიარა.
ჰალი ბეილი 2025 წლის Vanity Fair Oscar Party-ზე. 2025 წლის 2 მარტი. ბევერლი ჰილსი, კალიფორნია.
Chad Salvador for WWD

არიანა გრანდე გულწრფელი აღფრთოვანებით შეხვდა ჰოლი ბეილის მიერ შესრულებულ Hampstead-ის ქავერს. ეს სიმღერა ექვსი ახალი კომპოზიციიდან ერთ-ერთია, რომელიც შევიდა გრანდეს ალბომში – Eternal Sunshine Deluxe: Brighter Days Ahead. ალბომმა Billboard 200-ის ჩარტის ლიდერი პოზიცია დაიკავა.  

ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში The Little Mermaid-ის ვარსკვლავი ამ ემოციურ ბალადას სტუდიაში ასრულებს და თან გიტარაზე უკრავს. „მშვენიერია,“ – დაწერა გრანდემ კომენტარების ველში და ვიდეო საკუთარ Story-შიც გააზიარა.  

„Hampstead არიანას დელუქს ალბომიდან ჩემი საყვარელი სიმღერაა,“ – აღნიშნა ჰოლი ბეილიმ ვიდეოს აღწერაში.  

Hampstead-მა მიმდინარე კვირაში Billboard Hot 100-ის ჩარტში 59-ე პოზიციაზე დაიკავა. ეს სიმღერა ალბომის ახალ გამოცემაში შევიდა, რომელიც 28 მარტს გამოვიდა. გრანდეს დელუქს ვერსია ასევე მოიცავს სხვა ახალ კომპოზიციებსაც: Intro (End of the World) – Extended, Twilight Zone, Warm, Dandelion და Past Life. 

სიმღერა ლონდონის რაიონის სახელს ატარებს, სადაც გრანდე, სავარაუდოდ, მაშინ ცხოვრობდა, როცა Wicked-ის გადაღებები მიმდინარეობდა. მიიჩნევა, რომ ეს ალბომი გრანდემ ყოფილ მეუღლესთან, დალტონ გომესთან დაშორებას მიუძღვნა.  

ბეილის ქავერი რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ის და რეპერი DDG ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილის ურთიერთობა ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა. მათ  საერთო შვილიც ჰყავთ.

„დიდი ფიქრისა და გულწრფელი საუბრის შემდეგ, მე და ჰალიმ გადავწყვიტეთ, ჩვენი გზები გაიყოს. ეს მარტივი არ ყოფილა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ორივესთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ვაფასებ იმ დროს, რომელიც ერთად გავატარეთ, და სიყვარულს, რასაც ვიზიარებდით,“ – დაწერა სოციალურ ქსელში DDG-მ.  

თებერვალში DDG-ის მიერ გამოშვებულ სიმღერაში გარკვეული მინიშნებები გაჩნდა. სავარაუდოდ, DDG წუხს იმის გამო, რომ შვილთან შეხვედრის უფლება არ აქვს. 

მუსიკალური ნამუშევრები ჰალი ბეილიმაც გამოსცა. ვალენტინობის დღეს მან სიმღერა Back and Forth გამოუშვა, მანამდე კი, აგვისტოში, სინგლები – Because I Love You და Angel გაავრცელა.

იხილეთ ბეილის ვიდეო, რომელშიც ის Hampstead-ის ქავერს ასრულებს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ელტონ ჯონის შიდსის ფონდი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მისი სერვისების აკრძალვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის

შემდეგი სტატია

მუსიკალური კომპანია HYBE-ს დახმარებით, კორეის პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა, რომლებმაც არტისტების ე.წ. Deepfake მასალა გაავრცელეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი