ლანა დელ რეის ახალი სიმღერა Henry Come On

დიდი ხნის წინ დაანონსებული ეს კომპოზიცია, სავარაუდოდ, მომღერლის მეათე სტუდიური ალბომის, The Right Person Will Stay-ის პირველი სინგლია.
ლანა დელ რეი 2024 წლის 21 აგვისტო, პარიზი, საფრანგეთი. ფოტო კრისტი სპაროუ
ლანა დელ რეი 2024 წლის 21 აგვისტო, პარიზი, საფრანგეთი. ფოტო კრისტი სპაროუ

ლანა დელ რეის ახალი სიმღერა Henry, Come On, რომელსაც მხოლოდ Henry-ის სახელითაც მოიხსენიებენ, როგორც ჩანს, მომღერლის მომავალ მეათე სტუდიურ ალბომში  The Right Person Will Stay  შევა. გულშემატკივრების მოლოდინი, რომ ეს ალბომი მკვეთრად გამოხატული ქანთრი სტილის იქნებოდა, არ გამართლდა. ეს ვარაუდი კი ლანა დელ რეის სიტყვებს მოჰყვა, რომ ახალი ალბომი 2023 წლის Did You Know There’s a Tunnel Under Ocean Blvd-ის ერთგვარი გაგრძელება იქნებოდა, მკვეთრად გამოხატული ქანთრი სტილით.

საერთო ჯამში, ახალი სინგლი ლანა დელ რეის ტრადიციულ სტილს უფრო ერგება: სენტიმენტალური, რომანტიკული და მელოდიური სიმღერა იმ ხასიათს ატარებს, რომელიც მისი მსმენელისთვის ასე კარგად არის ნაცნობი.

შარშან ნოემბერში ლანა დელ რეიმ 13-ტრეკიანი ალბომის The Right Person Will Stay-ს გამოსვლა დააანონსა, რომელიც მისი თქმით 21 მაისს უნდა გამოვიდეს. ალბომზე მისი მუდმივი კოლაბორატორი ჯეკ ანტონოფი, ასევე ზაქარი დოუზი და ლეირდი  მუშაობდნენ. 

იანვარში კი ლანამ ქანთრი ჟანრის ალბომი დააანონსა, რომელსაც მაშინ Lasso-ს სახელით მოიხსენიებდა და რომელიც, მისი დაპირებით, 2024 წლის სექტემბერში უნდა გამოსულიყო. „ქანთრის გზას დავადექით!“  თქვა მაშინ ლანა დელ რეიმ. იმავე თვეს არტისტმა სიმღერა Henry, Come On დააანონსა, თუმცა არც სიმღერა და არც ალბომი  დაპირებულ დროს არ გამოქვეყნებულა.

ლანა დელ რეი 25 აპრილს Stagecoach Festival-ის  სცენაზე წარდგება, სადაც, დიდი ალბათობით, Henry, Come On-საც შეასრულებს.

მოისმინეთ ლანა დელ რეის სიმღერა Henry, Come On.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Depeche Mode - მარტინ გორი და დაივ გეენი 2024 წლის 16 მარტი, ბარსელონა. ფოტო: ხავი ტორენტი

Depeche Mode-მა ფილმის Depeche Mode: M-ის გამოსვლა დააანონსა, რომელიც 2023 წლის მექსიკის შოუებს ასახავს

შემდეგი სტატია

ნახეთ კენდრიკ ლამარისა და SZA-ს ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Luther

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი