ნახეთ კენდრიკ ლამარისა და SZA-ს ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Luther

რამდენიმე დღეში წყვილი ერთობლივ ტურნეში გაემგზავრება.
კენდრიკ ლამარი და SZA
Luther

Grand National Tour-ში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე კენდრიკ ლამარმა და SZA-მ ოფიციალური ვიდეოკლიპი გამოსცეს „ბილბორდის” ჩარტის ლიდერ სიმღერაზე Luther. მინიმალისტური ვიდეოს პრემიერა 11 აპრილს შედგა. მისი რეჟისორია კარენა ევანსი, რომელსაც გადაღებული აქვს დრეიკის კლიპები: God’s Plan, Nice for What და In My Feelings. რაც შეეხება Luther-ს, ვიდეოში ვხედავთ ლამარისა და SZA-ს ინტროსპექციულ მომენტებს. კლიპის ბოლოს კი ისმის ლუთერ ვანდროსისა და შერილ ლინის If This World Were Mine-ის ორიგინალი ჩანაწერი, რომელიც სემპლადაა გამოყენებული მთელი სიმღერის განმავლობაში.

Luther უკვე მეშვიდე კვირაა Billboard Hot 100-ის პირველ ადგილს ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩარტის ლიდერ პოზიციას ლამარის მეტოქე დრეიკი უმიზნებს სინგლით Nokia, რომელიც ამჟამად მესამე ადგილს იკავებს.

ახალი ვიდეოკლიპის გარდა, ფანების განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს SZA-სა და კენდრიკ ლამარის მომავალი ტურნე, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ჯამში 39 კონცერტს მოიცავს. ტურნე 19 აპრილს მინეაპილოსში დაიწყება და 9 აგვისტოს სტოკჰოლმში დასრულდება. 

ტურნეს გამხსნელ აქტს DJ Mustard შეასრულებს. ეს მეორე შემთხვევა იქნება, როცა Mustard და კენდრიკი სცენაზე ერთად წარდგებიან ლამარის დასამახსოვრებელი Super Bowl Halftime Show-ს შემდეგ, სადაც პროდიუსერის კამეო ვიხილეთ.

ნახეთ Luther-ის ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლანა დელ რეი 2024 წლის 21 აგვისტო, პარიზი, საფრანგეთი. ფოტო კრისტი სპაროუ

ლანა დელ რეის ახალი სიმღერა Henry Come On

შემდეგი სტატია

მიკ ჯაგერი დიდი ხნის პარტნიორ მელანი ჰამრიკთან დაინიშნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი