Kneecap-ის თქმით, მათი პროპალესტინური მესიჯი Coachella-ს ეთერიდან ამოჭრეს

„პარასკევს დავბრუნდებით და ამ საკითხს მოვაგვარებთ,” – წერს ირლანდიური ტრიო სოციალურ ქსელში.
Kneecap
Mike Lewis Photography/Redferns

ირლანდიური ჰიპ-ჰოპ ტრიო Kneecap ირწმუნება, რომ მათი პროპალესტინური მესიჯი Coachella-ს ფესტივალის ეთერიდან ამოჭრეს.

ჯგუფს, რომელიც ცნობილია თავისი გაცხადებული პოლიტიკური შეხედულებებით  როგორც სცენაზე, ასევე მის მიღმა, Coachella-ზე სადებიუტო გამოსვლა პარასკევს, 11 აპრილს ჰქონდა. გამოსვლა კი ყურადღების ცენტში იმის გამო მოექცა, რომ ტრიომ სცენაზე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალება იზეიმა. 

ტეტჩერი, რომელიც 2013 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, Kneecap-ის ცნობილი სამიზნეა, დიდწილად, მისი გაცხადებული კონსერვატიული კურსისა და მისი მონაწილეობის გამო ანგლო-ირლანდიური შეთანხმების ხელმოწერაში, რომლის მიზანიც იყო, დაესრულებინა ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტი.

სცენიდან ტრიომ აუდიტორიას მიმართა: „თუ ვინმეს აინტერესებს, მარგარეტ ტეტჩერი კვლავ მკვდარია.” ამ რეპლიკას მოჰყვა Maggie’s in a box-ის სიმღერა KC-სა და The Sunshine Band-ის კომპოზიციაზე Give It Up, რასაც მაყურებელიც ერთხმად აჰყვა. მას შემდეგ კი, რაც აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ეპიზოდი ფესტივალის ლაივსტრიმში არ მოხვდა, ჯგუფმა ისიც შენიშნა, რომ ეს არ ყოფილა ერთადერთი მონაკვეთი, რომელიც ეთერიდან ამოჭრეს. 

„მხოლოდ ეს არ ამოუჭრიათ. ჩვენი მესიჯი ღაზაში აშშ-ის მიერ მოწყობილ გენოციდზე ასევე არ მოხვედრილა ეკრანებზე,” – დაწერა ჯგუფმა სოციალურ ქსელში. „მომავალ პარასკევს დავბრუნდებით და ამ საკითხს მოვაგვარებთ.”

Kneecap-ის გამოსვლის მეორე დღეს, 12 აპრილს, სცენა ფესტივალის ჰედლაინერმა Green Day-მ დაიკავა. ჯგუფის სოლისტმა ბილი ჯო არმსტრონგმა კი, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პასუხად, კიდევ ერთხელ შეცვალა სიმღერების ტექსტი. 

American Idiot-ის შესრულებისას, “I’m not a part of the redneck agenda-ს” ნაცვლად მუსიკოსმა “I’m not part of the MAGA (Make America Great Again) agenda” იმღერა. ცვლილება შევიდა Jesus of Suburbia-შიც და მისი ფრაზა “Runnin’ away from pain when you’ve been victimized” შეიცვალა სიტყვებით “Runnin’ away from pain, like the kids from Palestine”. აღნიშნული ცვლილებები ეთერიდან არ ამოუჭრიათ.

Kneecap Coachella-ზე მომდევნო პარასკევს დაბრუნდება. ოქტომბერში კი ტრიო ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეში გაემგზავრება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბენსონ ბუნმა Coachella-ს სცენაზე ბრაიან მეისთან ერთად Bohemian Rhapsody შეასრულა

შემდეგი სტატია

ლედი გაგას თქმით, Harlequin მისი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ნამუშევარია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი