ლედი გაგას თქმით, Harlequin მისი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ნამუშევარია

Coachella-ს ფესტივალზე მომღერალმა ალბომში შესული არც ერთი კომპოზიცია არ შეასრულა.
ლედი გაგა 2025 წლის Coachella-ს ფესტივალზე
Kevin Mazur/Getty Images for Coachella

ლედი გაგა Coachella-ს პირველი დღის ჰედლაინერი იყო. მისი დატვირთული საკონცერტო პროგრამა მოიცავდა სიმღერებს რამდენიმე ალბომიდან, მათ შორის  იყო Born This Way, The Fame და მომღერლის ბოლო ნამუშევარი Mayhem. თუმცა ფანებმა მალევე შენიშნეს, რომ გაგას საფესტივალო რეპერტუარში ზოგიერთი ალბომი საერთოდ ვერ მოხვდა. 

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ტიკტოკზე ფესტივალზე გადაღებული ფოტო დადო, სადაც გაგა ჩონჩხებს შორის წევს და ქვიშაში იმარხება. აღნიშნული ჩონჩხები კი დასათაურებულია სწორედ იმ ალბომების სახელებით, რომლებიც მომღერლის პროგრამაში არ შევიდა: 2013 წლის Artpop, 2016 წლის Joanne, 2020 წლის Chromatica  და 2024 წლის Harlequin. „გაგამ Artpop დაივიწყა და არ მგონია, რომ Harlequin ახსოვდეს,” – წერს პოსტის ავტორი, რითაც ფილმ Joker: Folie à Deux-სადმი მიძღვნილ ალბომს 2016 წლის Artpop-ს ადარებს, რომელიც პოპენთუზიასტებში „დავიწყებულ ალბომად” არის მიჩნეული. 

თუმცა, როგორც ჩანს, გაგას სულაც არ სურს, რომ Harlequin-მა იგივე რეპუტაცია გაიზიაროს, რაც Artpop-ს აქვს და პოსტის ავტორს კომენტარებში გამოეხმაურა: „Harlequin ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ნამუშევარია,” – დაწერა მომღერალმა.

Harlequin 2024 წლის სექტემბერში გამოვიდა, როგორც კომპანიონი ალბომი ფილმისა Joker: Folie à Deux, რომელშიც თავად გაგა ჰარლი ქუინის როლს ასრულებს. ჩანაწერმა პირველი ადგილი დაიკავა „ბილბორდის” ჯაზის ალბომებისა და ტრადიციული ჯაზის ალბომების ჩარტებში.

ლედი გაგა Coachella-ს სცენას მომდევნო პარასკევს დაუბრუნდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Kneecap-ის თქმით, მათი პროპალესტინური მესიჯი Coachella-ს ეთერიდან ამოჭრეს

შემდეგი სტატია

Doja Cat 2025 წლის ოსკარის წვეულებაზე, 2 მარტი, კალიფორნია, ფოტო: ჩად სალვადორი

Doja Cat-მა ახალი ალბომის Vie-ს სიმღერების სია გამოაქვეყნა და სიმღერა Jealous Type-ის  შესახებ ვიდეო გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი