თორნიკე გველესიანი – მუსიკალური პროდიუსერი და აუდიო ინჟინერი, რომლის ხელწერა თანამედროვე ქართული მუსიკის არაერთ ნამუშევარში იგრძნობა

თორნიკეს პროფესიული კარიერა მრავალ მნიშვნელოვან მუსიკალურ პროექტს და ცნობილ სცენას მოიცავს, მათ შორისაა: Black Sea Jazz Festival, Tbilisi Jazz Festival, Tbilisi Open Air, Montreux Jazz Festival, Fusion Festival, თბილისის ფილარმონია, საქართველოს ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვადასხვა მუსიკალური სატელევიზიო შოუები.

თორნიკეს მუსიკალური გზა 7 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ფოლკლორული ანსამბლის, „გეორგიკას“ წევრი გახდა. მოზარდობისას უკვე თავად ქმნიდა მუსიკას და რამდენიმე  ინსტრუმენტზე უკრავდა.

17 წლის ასაკში ხმის ინჟინერიით დაინტერესდა და გახდა ხმის რეჟისორ გიორგი გვარჯალაძის (გვაჯის) პირველი მოსწავლე. მალევე გვაჯისთან ერთად მან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ხმის ჩამწერ სტუდიაში დაიწყო მუშაობა. თავდაპირველად ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ სტუდიის მთავარ ხმის ინჟინრად დაინიშნა. აქ მან ექვსი წლის განმავლობაში როგორც თანამედროვე პოპ-მუსიკის, ასევე მრავალი ორკესტრალური და ფოლკლორული მუსიკის ჩანაწერი შექმნა (საქართველოს სახელმწიფო ორკესტრი, ჯანსუღ კახიძის სახელობის ორკესტრი, Georgian Brass…). ორკესტრალურ და ფოლკლორულ ჩანაწერებზე თორნიკე საორკესტრო პროდიუსერ მიშა კილოსანიძესთან ერთად მუშაობდა, რასაც ის დიდ გამოცდილებად მიიჩნევს.

თორნიკე გველესიანი - მუსიკალური პროდიუსერი და აუდიო ინჟინერი
თორნიკე გველესიანი – მუსიკალური პროდიუსერი და აუდიო ინჟინერი

“ძალიან დიდი გამოცდილება იყო მიშასთან მუშაობა, იმიტომ, რომ მისი პროფესიონალიზმის დამსახურებით, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მუსიკასთან და აუდიო ინჟინერიასთან დაკავშირებით.”  –  ამბობს თორნიკე.

თორნიკეს პროფესიული კარიერა მრავალ მნიშვნელოვან მუსიკალურ პროექტს და ცნობილ სცენას მოიცავს, მათ შორისაა: Black Sea Jazz Festival, Tbilisi Jazz Festival, Tbilisi Open Air, Montreux Jazz Festival, Fusion Festival, თბილისის ფილარმონია, საქართველოს ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვადასხვა მუსიკალური სატელევიზიო შოუები.

დღეს თორნიკე ბევრ წამყვან მუსიკალურ პროექტთან, საკონცერტო სივრცესთან და მუსიკალურ ფესტივალთან თანამშრომლობს ხმის ინჟინრის და მუსიკალური პროდიუსერის როლში.

“ცოტა ხნის წინ დავამთავრეთ მუშაობა Creams-ის ახალ ალბომზე, რომელიც სექტემბერში გამოვა. იქ აუდიო ინჟინრის და თანაპროდიუსერის როლი მეკუთვნის. ახლა კი ბექა გოჩიაშვილის ალბომზე ვმუშაობ – ამჯერად უკვე პროდიუსერისა და ინჟინრის ამპლუაში ვარ წარმოდგენილი. ძალიან საინტერესო ალბომი გამოდის,“  –  გვიყვება თორნიკე.

ამაყობს რომ ბენდ Bedford Falls-ის ბოლო ალბომის Miende და ალბომის შემდეგ გამოშვებული მათი რამდენიმე სინგლის პროდიუსერი და აუდიო ინჟინერია. ასევე აქტიურად თანამშრომლობს არტისტებთან: Creams, Young Georgian Lolitaz, Circus Mircus, Eko & Vinda Folio, ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბათიაშვილი, ბექა გოჩიაშვილი, Blaque Dynamite (Mike Mitchell) და სხვები.

თორნიკე გველესიანი – მუსიკალური პროდიუსერი და აუდიო ინჟინერი

„თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი, რომ მიმუშავია ერთ-ერთ ჩემს ყველა დროის უსაყვარლეს არტისტთან  – Blaque Dynamite (Mike Mitchell). ის ბექა გოჩიაშვილის დრამერიც არის და სწორედ ბექას წყალობით გავიცანი. მაიკი არაერთხელ ჩამიწერია სტუდიაში. მისი ბოლო ალბომიდან ორი კომპოზიცია და კიდევ ერთი სინგლი ჩემი ჩაწერილია, რაც ძალიან მეამაყება. ლაივებზეც ბევრჯერ გვიმუშავია ერთად. მასთან მუშაობა ჩემთვის ყოველთვის დიდი სიხარულია,“  –  ამბობს თორნიკე.

ქართულ მუსიკალურ სცენაზე საუბრისას, თორნიკე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მრავალი უნიკალური და ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუმჟღავნებელი ნიჭის მქონე არტისტია:

„ქართული მუსიკის მომავალს დიდი იმედებით ვუყურებ. მჯერა, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი არტისტია, რომელთაც ჯერ კიდევ არ ჰქონიათ შესაძლებლობა თავიანთი უნიკალურობის სრულად წარმოსაჩენად,“  – ამბობს თორნიკე გველესიანი, მუსიკალური პროდიუსერი და აუდიო ინჟინერი „ბილბორდ საქართველოსთან“ საუბარში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Guns N’ Roses – „ყველაზე საშიში ბენდი მსოფლიოში”

შემდეგი სტატია

Snoop Dogg ახალ გოსპელ ალბომსა და მისი გამოცემის თარიღს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
Cardi B სიტყვით გამოდის 2026 წლის Beautycon University-ზე 2026 წლის 19 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი Leon Bennett/Getty Images for Beautycon/Sundial Media & Technology Group

Cardi B ბოლო პერიოდში ნაკლებად აქტიურობას რეტროგრადულ მერკურის უკავშირებს

რეპერი გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეში უფრო ხშირად გამოჩნდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავს უჩვეულოდ გრძნობდა.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი