Snoop Dogg ახალ გოსპელ ალბომსა და მისი გამოცემის თარიღს აანონსებს

2018 წლის Bible of Love მუსიკოსის პირველი გოსპელ ალბომი იყო.
Snoop Dogg
Kevin Mazur/Peacock via Getty Images

Snoop Dogg საეკლესიო ფესვებს უბრუნდება ახალი ალბომით – Altar Call, რომელიც 27 აპრილს გამოვა. პროექტი მუსიკოსის გარდაცვლილ დედას ეძღვნება. 

„27 აპრილს გოსპელ ალბომს გამოვცემ. მისი სახელწოდებაა Altar Call,” – ამბობს რეპერი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. „პირველმა თქვენ გაიგეთ – გოსპელის ალბომი, 27 აპრილს.”

პროექტში, რომელიც 21 კომპოზიციისგან შედგება, მონაწილეობენ ჯეიმი ფოქსი, რობერტ გლასპერი, ჩარლი ბერელი, ჯაინ ჰენდკოკი და სხვები.

ალბომის ყდაზე Snoop Dogg-ის გარდაცვლილი დედაა გამოსახული. ბევერლი ტაიტი 2021 წელს გარდაიცვალა. „შენ მასწავლე წერა და კითხვა, მასწავლე ბრძოლა და ცხოვრების ყველა მოცემულობა,” – თქვა რეპერმა დედის გარდაცვალებისას. „ახლა კი საბოლოოდ გაქვს ფრთები, დედა.”

Okayplayer-თან ინტერვიუში კი მუსიკოსმა ისაუბრა დედის გავლენასა და იმაზე, რომ Altar Call სწორედ მისი სულის გამოძახილია. 

„დედაჩემის სული სამუდამოდ იცოცხლებს ჩემში. ეს ალბომი ანარეკლია იმისა, რაც მან მასწავლა: გამოვიყენო ჩემი ხმა და პლატფორმა სიყვარულის გასავრცელებლად და სამყაროს განსაკურნად. ესეც ერთი მომდევნო რიგითი თავი Bible of Love-დან.”

Snoop-ის პირველი გოსპელ ალბომი Bible of Love 2018 წელს გამოვიდა. მასში მონაწილეობენ ფეით ევანსი, ჩარლი უილსონი და სხვები. 

2024 წელს დასავლეთ სანაპიროს ლეგენდამ მის ხანგრძლივ მუსიკალურ პარტნიორთან, Dr.Dre-სთან ერთად ალბომი Missionary გამოსცა, რომელიც Billboard 200-ის მეოცე ადგილზე გავიდა.

ნახეთ Snoop Dogg-ის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თორნიკე გველესიანი – მუსიკალური პროდიუსერი და აუდიო ინჟინერი, რომლის ხელწერა თანამედროვე ქართული მუსიკის არაერთ ნამუშევარში იგრძნობა

შემდეგი სტატია

Rihanna და A$AP Rocky 2023 წლის Met Gala-ზე ფოტო: ჯამეს დევენეი/GC Images

გაიგეთ რას ფიქრობს A$AP Rocky-ის ბებია Rihanna-ს შესახებ 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი