ფესტივალი 4GB ახალი ფორმატით ბრუნდება

მსმენელის წინაშე ელექტრონული მუსიკალური სცენის ცნობილი არტისტი მაიკლ მაიერი წარდგება.
4GB

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB 2025 წელს განახლებული ფორმატით გაიმართება. ფესტივალი ერთდღიანი იქნება და 16 მაისს, რადიო ქალაქის სივრცეში ჩატარდება. მსმენელის წინაშე ელექტრონული მუსიკალური სცენის ცნობილი არტისტი მაიკლ მაიერი წარდგება. 

4GB ყოველწლიური ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც პიონერი ქართველი დიჯეის – გიო ბაქანიძის ხსოვნას ეძღვნება. წლების განმავლობაში ფესტივალი რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ მოვლენად იქცა. პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გამოცხადებული სამწლიანი პაუზის შემდეგ 4GB 2023 წელს დაბრუნდა, თუმცა 2024 წელს ქვეყანაში

მიმდინარე საპროტესტო ტალღის გამო კვლავ გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფესტივალზე დასწრებას შეძლებენ მსმენელები, რომლებიც შარშან ნაყიდ ბილეთებს წარადგენენ. ამასთანავე, ადამიანებმა, რომლებმაც 4GB-ის ფესტივალის ბილეთები შარშან შეიძინეს, არ დააბრუნეს და შეინახეს, შესაძლებლობა ექნებათ, როგორც წლევანდელ, ასევე მომავალ ფესტივალს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრონ. 

„4GB ადასტურებს, თუ როგორ შეუძლია საერთო ღირებულებებსა და ერთიან ნებაზე დაფუძნებულ თანამოაზრეებს, ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება რეგიონული მნიშვნელობის ფესტივალად გადააქციონ – ისე, რომ საწყის ემოციებთან და ფასეულობებთან კავშირი არ დაიკარგონ. პირველი წლებიდანვე ფესტივალის ჰედლაინერი გიოს საყვარელი არტისტი – მაიკლ მაიერი იყო. 2011 წელს ის იყო ერთადერთი მოწვეული არტისტი და 1000 კაცისთვის დაუკრა. მას შემდეგ კი ყოველწლიურად სწორედ ის ხურავს ფესტივალს,” – ვკითხულობთ 4GB-ის ვებ-გვერდზე. 

2025 წლის 4GB-ის შესახებ მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ბმულს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დავით დოიაშვილი „ახალი თეატრის” ხელმძღვანელის პოზიციიდან გაათავისუფლეს

შემდეგი სტატია

სელენა გომესი - ფოტო: ჰანტერ მურენო

სელენა გომესი Billboard Latin Women in Music-ის ღონისძიებაზე წლის ქალის ტიტულით დაჯილდოვდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი