სელენა გომესი Billboard Latin Women in Music-ის ღონისძიებაზე წლის ქალის ტიტულით დაჯილდოვდება

tin-women-in-music-1235947824/ მესამე ყოველწლიური ღონისძიება პირდაპირ ეთერში 24 აპრილს, ექსკლუზიურად Telemundo-ზე გავა.
სელენა გომესი - ფოტო: ჰანტერ მურენო
სელენა გომესი – ფოტო: ჰანტერ მურენო

როგორც Billboard-მა და Telemundo-მ ოთხშაბათს, 16 აპრილს განაცხადეს, სელენა გომესი წლევანდელ Billboard Latin Women in Music-ზე  “წლის ქალის” ჯილდოს მიიღებს. ორსაათიანი სპეციალური ღონისძიება მაიამიში გაიმართება და  24 აპრილს, ექსკლუზიურად  Telemundo-ზე გადაიცემა.

“წლის ქალის” ჯილდო მუსიკალურ ინდუსტრიაში და მის ფარგლებს გარეთ განსაკუთრებით წარმატებულ არტისტებს გადაეცემათ. ამ ჯილდოს მფლობელები არიან შაკირა და Karol G. 

გლობალური სუპერვარსკვლავი სელენა გომესი კვლავ წარმატების ზენიტშია. იგი Billboard-ის ჩარტებში სხვადასხვა ჟანრშია წარმოდგენილი.  Billboard Hot 100-ის ჩარტში ჯამში 42 ჩანაწერი აქვს, მათ შორის ნომერ პირველი ჰიტი –  Lose You to Love Me (2019).

ლათინო სიმღერების ჩარტში გომესი არტისტ DJ Snake-თან ერთად სიმღერა Taki Taki-ით არის წარმოდგენილი, სადაც ასევე მონაწილეობდნენ Ozuna და Cardi B. სიმღერამ ჩარტში 2018 წლის ოქტომბერში პირველი პოზიცია დაიკავა და ლიდერობა 13 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა.  

საერთო რეიტინგში სელენა გომესი ტოპ 10 ჰიტში კიდევ სამი სიმღერით პოზიციონირებდა, მათ შორისაა Baila Conmigo – მისი კოლაბორაცია რაუ ალეხანდროსთან, რომელიც 2021 წელს Latin Airplay-ის ჩარტში მეოთხე ადგილს ერთი კვირის განმავლობაში იკავებდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფესტივალი 4GB ახალი ფორმატით ბრუნდება

შემდეგი სტატია

SZA-მ მაკიაჟის საკუთარი ხაზი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი

ნახეთ როსალიას სრული სიტყვა “ბილბორდის” 2026 წლის Latin Women in Music-ის დაჯილდოებაზე, სადაც ის წლის ქალად დასახელდა

„ძალიან მინდა, ადამიანებს ეშინოდეთ იმ ქალების, რომლებიც ჩემს სიმღერებს უსმენენ.”
მეტი