KAIAKUMAS – ახალი ბენდი ქართულ მუსიკალურ სცენაზე

ახლახან ბენდმა სადებიუტო ტრეკი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეოკლიპი წარადგინა.

ქართულ მუსიკალურ სივრცეში ახალი როკბენდი – KAIAKUMAS გაჩნდა. ჯგუფის წევრები არიან ნანკა გვარიშვილი, გოგა სანოძე, ოთო სანოძე, სანდრო ხატიაშვილი და ლადო გიგაია. ცოტა ხნის წინ ბენდმა სადებიუტო ტრეკი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეოკლიპი წარადგინა.

KAIAKUMAS-ის შესახებ Billboard Georgia ბენდის ვოკალისტს, ნანკა გვარიშვილს ესაუბრა:

„მე და მუსიკალური პროდიუსერი გოგა სანოძე ერთმანეთს მერაბ სანოძემ (სანომ) გაგვაცნო. თავიდანვე დავმეგობრდით. შესაძლოა, იმდენად საერთო მუსიკალური ენა აღმოგვაჩნდა, რომ სწორედ ამან დაგვაახლოვა. სანოს სტუდიაში გატარებული დღეების შემდეგ მივხვდით, რომ ბენდი ორივეს ოცნება იყო და ეს შესაძლებლობა ოცნების ასახდენად უნდა გამოგვეყენებინა. ჩვენი ბენდის დრამერი ოთო სანოძეა, მერაბ სანოძის შვილი. ბასისტი – ლადო გიგაია, გიტარისტი კი სანდრო ხატიაშვილი, რომელიც ასევე არის ჩემი პოდკასტის ოპერატორი, მონტაჟის რეჟისორი და ჩვენი პირველი მუსიკალური ვიდეოც სწორედ მისი გადაღებულია.”

როგორც ნანკა გვარიშვილი ამბობს, ბენდის მუსიკალური კონცეფცია მისი საყვარელი ჟანრები – პოსტ-პანკი და ინდიროკია. ჯგუფის წევრებს სურთ, KAIAKUMAS-ის მუსიკა იყოს ნოსტალგიური და შთამაგონებელი – თითოეული ახალი დღის მუხტი და ახალი შესაძლებლობების მოტივაცია, ასევე საინტერესო სიახლე ქართულ მუსიკალურ სივრცეში.

KAIAKUMAS-ის მუსიკას გოგა სანოძე წერს, ხოლო ტექსტებს – ნანკა გვარიშვილი.

„ხშირად გოგა მახვედრებს მუსიკას და შემდეგ ამაზე ვწერ ტექსტს. ეს ტექსტები ჩემთვის დღიურივითაა – ძალიან გულახდილი, ბავშვური, მეამიტი და ემოციური. იმედი მაქვს, მათი მოსმენისას ბევრი საკუთარ თავს იპოვის. ასეთია ჩვენი პირველი სიმღერაც – „სევდიანი ფიქრები”. ყველას გვქონია მელანქოლიური და ცოტა დეპრესიული პერიოდი, სწორედ ამ ემოციას ეძღვნება ეს სიმღერა და მინდა, ის ზუსტად ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ინსპირაციად იქცეს,” – ამბობს ნანკა გვარიშვილი. 

KAIAKUMAS – სევდიანი ფიქრები

ნანკა გვარიშვილს, როგორც სოლო შემსრულებელს, მსმენელი უკვე იცნობს, თუმცა ამბობს, რომ სწორედ ბენდმა გააცნობიერებინა, რასთან სურს საკუთარი მუსიკალური შემოქმედების დაკავშირება. 

ნანკა გვარიშვილი:

„ბენდის წევრების სახით აღმოვაჩინე ადამიანები და მუხტი, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი. რაც მთავარია, გოგა სანოძესთან ერთად ვიპოვე მუსიკალური მიმართულება, რომლის შესრულებაც მაბედნიერებს. ამიტომ, მსმენელს წინ ბევრი სიახლე ელის. უკვე მზად გვაქვს რამდენიმე სიმღერა, რომლებსაც ეტაპობრივად გაგიზიარებთ.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მიშელ ტრაქტენბერგის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეის ახალი სინგლი – Bluebird

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი