ლანა დელ რეის ახალი სინგლი – Bluebird

მიუხედავად იმისა, რომ მისი თანმდევი ალბომი ჯერ კიდევ იდუმალებითაა მოცული, Bluebird ამტკიცებს, რომ დელ რეიმ ზუსტად იცის, თუ რას აკეთებს კარიერის ახალ ეტაპზე.
ლანა დელ რეი
Neil Krug

Bluebird-ის გამოსვლით ლანა დელ რეის ფანებმა, შეიძლება ითქვას, რომ მისი კარიერის ახალი ეტაპის გემო გაიგეს. Henry, Come On-ის გამოცემიდან ერთი კვირის შემდეგ რეიმ მსმენელს აჩვენა, თუ რას უნდა ელოდონ მისი ახალი, როგორც თავად უწოდებს, ქანთრი ალბომიდან. 

წინამორბედების მსგავსად, Bluebird მუსიკოსის კიდევ ერთი ემოციური ინტროსპექციაა. მასთან ერთად პროექტზე ქანთრის საოცნებო გუნდად მიჩნეულმა ლუკ ლერდმა და დრიუ ერიკსონმა იმუშავეს. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ დელ რეის მომავალი ალბომი მისი კარიერის კიდევ ერთ მაღალ წერტილს უმიზნებს. 

თუმცა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია, როდის გამოვა ახალი ჩანაწერი, ან რა იქნება მისი სახელწოდება. თავდაპირველად, 2024 წლის დასაწყისში, ალბომი Lasso-ს სახელით დაანონსდა, გამოცემის თარიღად კი სექტემბერი დასახელდა. ხოლო მოგვიანებით 13-სიმღერიან ჩანაწერს The Right Person Will Stay ეწოდა და მისი გამოშვება 10 მაისისთვის გადაიდო. 

Henry, Come On-ის შემდეგ კი რეიმ ფანებს უთხრა, რომ მისი მეათე ალბომი კვლავ იდუმალებითაა მოცული. „იცით, ხომ, რომ თავის დროზე აღარ გამოდის? – თქვა მომღერალმა 11 აპრილს. „ისიც უნდა გითხრათ, რომ მისი სახელი კიდევ ერთხელ შეიცვალა? და ეს ყველაფერი ახლა უნდა გითხრათ, როცა ასეთი ბედნიერები ხართ ახალი სიმღერით? კარგი, მგონი, ჯობს, დავიცადო.”

ალბომის გამოცემის გადადება მუსიკოსისთვის ახალი არ არის. მისი ბოლო სამივე პროექტი – Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd, Chemtrails Over the Country Club და Blue Banisters – დაგვიანებით გამოვიდა. 

დელ რეი 25 აპრილს ფესტივალ Stagecoach-ზე წარდგება. ივნისსა და ივლისში დიდ ბრიტანეთში გამართული კონცერტების შემდეგ კი აშშ-ში დაბრუნდება და 3 აგვისტოს Hinterland Music Festival-ზე იმღერებს. 

მოუსმინეთ Bluebird-ს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

KAIAKUMAS – ახალი ბენდი ქართულ მუსიკალურ სცენაზე

შემდეგი სტატია

Snoop Dogg პარიზში, 2024 წლის 25 ივლისი, ფოტო: მარკ პიესაკი/WireImage

 Snoop Dogg-ის თქმით, მხოლოდ იმ ბრენდებთან თანამშრომლობს, რომლებიც მის თემს ეხმარებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი