Snoop Dogg-ის თქმით, მხოლოდ იმ ბრენდებთან თანამშრომლობს, რომლებიც მის თემს ეხმარებიან

Snoop Dogg-მა ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალ Time-თან, რომლის მიხედვით, ის 2025 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა.
Snoop Dogg პარიზში, 2024 წლის 25 ივლისი, ფოტო: მარკ პიესაკი/WireImage
Snoop Dogg პარიზში, 2024 წლის 25 ივლისი, ფოტო: მარკ პიესაკი/WireImage

16 აპრილს ჟურნალ Time-ში Snoop Dogg-ის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რასაც წინ უძღოდა მისი დასახელება გამოცემის რუბრიკაში – „100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი“. 

კითხვაზე, როგორ ახერხებს წარმატებით იმუშაოს სხვადასხვა ბრენდებთან, არტისტმა უპასუხა, რომ ამას ფილანთროპიული მიდგომით ახერხებს: “დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ისინი მხარს უჭერენ და იზიარებენ იმ საზოგადოებრივ ინიციატივას, რომელიც მაქვს. ეს შეიძლება მოხდეს უხმოდ ან ხმამაღლა, მაგრამ ეს არის ერთგვარი შეთანხმების ნაწილი…” 

ამ მომენტში Snoop Dogg-ს საქმიანი თანამშრომლობები შეჩერებული აქვს და ქანთრი მომღერალ ერნესტთან ერთად სტუდიაში მუშაობს. 9 აპრილს მათ ახალი სიმღერა Gettin’ Gone გამოსცეს, რომელიც ერნესტის მომავალი პროექტის პირველი რელიზია. პროექტი ახალ ლეიბლ DeVille Records-ის მეშვეობით გამოვა, რომელიც Big Loud Records-თან თანამშრომლობით არის შექმნილი. Gettin’ Gone-ის ავტორები ერნესტი, Snoop Dogg, ბენ ჰეისლიპი, რეტ აკინსი და მარკ ჰოლმანი არიან, პროდიუსერი კი ჯეიკობ დურეტია.

Snoop Dogg-მა ცოტა ხნის წინ ახალი ალბომი Altar Call დააანონსა, რომლის გამოშვებაც 27 აპრილს არის დაგეგმილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლანა დელ რეის ახალი სინგლი – Bluebird

შემდეგი სტატია

მერაია ქერის თქმით, კლიპში We Belong Together მას საკუთარი საქორწილო კაბა აცვია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი