მერაია ქერის თქმით, კლიპში We Belong Together მას საკუთარი საქორწილო კაბა აცვია

იმ დროისთვის პოპვარსკვლავი ტომი მოტოლასთან უკვე დაშორებული იყო.

18 აპრილს Vevo-ს გადაცემა Footnotes-ის ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა, სადაც მერაია ქერი იყო მიწვეული. პოპვარსკვლავმა 2005 წლის ჰიტ სიმღერის, We Belong Together-ის მუსიკალურ ვიდეოზე საუბრისას გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ  საქორწილო კაბა, რომელიც კლიპში აცვია, მისი პირველი ქორწინებიდანაა.

მერაია ქერიმ Vevo-სთან საუბარში განმარტა, თუ როგორ შეიქმნა მისი კინემატოგრაფიული ვიდეო, რომელშიც  „გაქცეულ პატარძალს“ თამაშობს

„რადგან ერთი სცენა საქორწილო კაბაში უნდა გადამეღო, გადავწყვიტეთ, რომ უაზროდ ბევრი ფული არ დაგვეხარჯა და უბრალოდ, ის გამოვიყენეთ, რაც სახლში მქონდა შენახული!“  – თქვა მერაია ქერიმ.

მომღერალი 1993 წელს დაქორწინდა ტომი მოტოლაზე, –  Columbia/Sony Music-ის აღმასრულებელ დირექტორზე, რომელიც მაშინ მერაია ქერის ლეიბლს წარმოადგენდა. წყვილმა ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ურთიერთობა დაასრულა, 2005 წელს კი მომღერალმა ჰიტი We Belong Together უკვე ახალი ლეიბლით – Island Records-ით გამოსცა.

სიმღერა Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე 14 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.  ამავე წელს გამოცემული ალბომი The Emancipation of Mimi კი Billboard 200-ის სათავეში ორი კვირის განმავლობაში პოზიციონირება. ორი ათწლეულის შემდეგ, “2005 წლის 100 საუკეთესო ჰიტის” სიაში ეს ტრეკი მესამე ადგილზე მოხვდა. 

„მიხარია, რომ ლეიბლი მენდო და მომცა საშუალება, ასეთი დიდი და დრამატული კლიპი გადამეღო. კიდევ უფრო მახარებს ის, რომ ვიდეო უამრავ ადამიანს შეეხო და ამ სიმღერას დღემდე უსმენენ.”  –  ამბობს მომღერალი Vevo-ს გადაცემა Footnotes-ში.

ალბომ The Emancipation of Mimi-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მერაია ქერიმ  განაცხადა, რომ ალბომის ახალი, ვერსია მალე გამოვა. ის ორ დისკად გამოიცემა და შეიცავს ბონუს ტრეკებს, ძველ და ახალ რემიქსებს, კოლაბორაციებს, აკაპელა ვერსიებსა და ცოცხალ ჩანაწერებს. ალბომი  30 მაისს  Def Jam Records/UMe-ს საშუალებით გამოვა.

ნახეთ მერაია ქერის მუსიკალური ვიდეო We Belong Together:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Snoop Dogg პარიზში, 2024 წლის 25 ივლისი, ფოტო: მარკ პიესაკი/WireImage

 Snoop Dogg-ის თქმით, მხოლოდ იმ ბრენდებთან თანამშრომლობს, რომლებიც მის თემს ეხმარებიან

შემდეგი სტატია

Doechii-ს მუსიკალური ვიდეო – Anxiety

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი