ლანა დელ რეის ახალი სიმღერა Bluebird მომღერლის ცხოვრებისეული გამოცდილებიდან დაიბადა

„ხანდახან მგონია, რომ ბუნებას შენთან კომუნიკაციის საკუთარი გზა აქვს, განსაკუთრებით, რთულ სიტუაციებში,” – ამბობს მომღერალი.
ლანა დელ რეი
Frazer Harrison/Getty Images

ლანა დელ რეის უახლესი სიმღერა Bluebird პარასკევს, 18 აპრილს გამოვიდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის მრავალი წლის წინ დაიბადა. მომღერლის თქმით, ბალადა თავში მაშინ მოუვიდა, როცა ხელში პატარა, შეშინებული ჩიტი დაიჭირა, რომელიც მის ფანჯარას შეეჯახა. ამის შესახებ დელ რეიმ გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.

„მისამღერი, თავისი მელოდიითა და ტექსტით, პირველად ძალიან დიდი ხნის წინ წავიმღერე ჩემთვის. მაშინ ერთ ადამიანს ვხვდებოდი, რომელიც დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. მან კი დამირეკა და მკითხა, თუ მსურდა მასთან ერთად სასეირნოდ წასვლა. გამიხარდა, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ ეს კარგი იდეა იყო.” 

მომღერლის თქმით, შეხვედრას მაინც დათანხმდა. ამის შემდეგ კი მოხდა ის, რამაც გააოცა.

„მოულოდნელად ჩემი საძინებლის ფანჯარას პატარა ჩიტი შეეჯახა. შოკში ვიყავი. კარი გავაღე და დავინახე, მგონი, ბეღურა იყო ან მერცხალი. ეს ძალიან ემოციური იყო, რადგან არის მომენტები, როცა ხვდები, რომ რაღაც შენთვის ხდება. ხანდახან მგონია, რომ ბუნებას შენთან კომუნიკაციის საკუთარი გზა აქვს, განსაკუთრებით, რთულ სიტუაციებში. ეს ის გზაა, რომელსაც მხოლოდ შენ გაიგებ.”

„მინდოდა, ხელში ამეყვანა. იმედი მქონდა, რომ კარგად იქნებოდა. ჩავიმუხლე და სიმღერა დავიწყე: Little bird, little bird, fly away for both of us და უბრალოდ ცრემლები მომდიოდა ჩემი და ჩიტის გამო.”

როგორც ისტორიიდან ირკვევა, პატარა ჩიტი საბოლოოდ გაფრინდა, თუმცა ლანა მის კვალს არ გაჰყვა და საბოლოოდ სასეირნოდ მაინც წავიდა. 

„ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა ჩიტის გამოჩენა ჩემთვის ერთგვარი მესიჯი იყო,” – ამბობს მომღერალი.

Bluebird მეორე სიმღერაა, რომელიც დელ რეიმ მომავალი ალბომიდან გამოაქვეყნა. პირველი სინგლი Henry, Come On იყო. ალბომი თავდაპირველად Lasso-ს, შემდეგ კი The Right One Will Stay-ს სახელით უნდა გამოსულიყო, თუმცა ამჟამად ჩანაწერი უსათაუროა და მისი გამოშვების თარიღიც უცნობია. 

ნახეთ ლანა დელ რეის ვიდეო Bluebird-ის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Snoop Dogg-მა ახალი მუსიკალური ვიდეო – Last Dance With Mary Jane გამოუშვა

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარი ფრანგული მოდის სახლის – Chanel-ის ამბასადორია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი