კანიე უესტის თქმით, Jail-ის შექმნისას მან და ჯეი-ზიმ Make America Great Again-ის ქუდთან დაკავშირებულ ტექსტზე იჩხუბეს

უესტს სიმღერიდან აღნიშნული სტრიქონის ამოღება სურდა, რისი ნებაც ჯეი-ზიმ არ დართო.
კანიე უესტი და ჯეი ზი 2015 წელს
Jamie McCarthy/Getty Images for Roc Nation

კანიე უესტს ტვიტერზე პოსტვისგან არც აღდგომის დღეს დაუსვენია. ამჯერად სკანდალურმა არტისტმა ფანებს გაუმხილა, რომ მას და მის მენტორ ჯეი-ზის უთანხმოება ჰქონდათ ტექსტზე, რომელიც კანიეს მიერ Make America Great Again-ის ქუდის ტარებას ეხებოდა. სიმღერაში Jail, რეპერის 2021 წლის ალბომიდან Donda, ჯეი-ზი რეპავს: Hol’ up, Donda, I’m with your baby when I touch back road/ Told him, ‘Stop all of that red cap, we goin’ home’.

როგორც ჩანს, კანიეს სიმღერიდან აღნიშნული სტრიქონის ამოღება სურდა, მაგრამ ჯეი-ზიმ ამის ნება არ დართო. „რატომ უნდა ეთქვა ჯეი-ზის: არა წითელ კეპს?” – დაწერა უესტმა უკვე წაშლილ ინსტაგრამ პოსტში. „ამან სული გამიგლიჯა. ჩვენ ვიჩხუბეთ და მან მითხრა, რომ ან ამ სტრიქონს დავტოვებდი, ან მის სტროფს მთლიანად ამოვიღებდი. მე წითელი კეპით – ეს ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო იმისა, რომ მე „სისტემის” წინააღმდეგ მივდიოდი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მისი დავალება იყო?”

პრეზიდენტ ტრამპთან აფილირება კანიემ 2016 წელს, Saint Pablo-ს ტურნეს დროს დაიწყო, როცა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას ტრამპს მისცემდა. მას შემდეგ უესტმა აქტიურად დაიწყო ტრამპის Make America Great Again-ის ქუდის ტარება, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო კოლეგებისა და ფანების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. ერთ-ერთი ასეთი კოლეგა ფრენკ ოუშენი იყო, რომელიც, კანიეს თქმით, ცდილობდა, მისთვის ტრამპის მხარდაჭერა გადაეფიქრებინა. 

გასულ თვეს უესტი მძაფრად გააკრიტიკეს ჯეი-ზისა და ბიონსეს შვიდი წლის ტყუპებზე დაწერილი პოსტის გამო, სადაც რეპერი ეჭვქვეშ აყენებდა ბავშვების გონებრივ შესაძლებლობებს. პოსტს არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა, მათ შორის იყო ბიონსეს მამა მეთიუ ნოულსი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კენდრიკ ლამარი ფრანგული მოდის სახლის – Chanel-ის ამბასადორია

შემდეგი სტატია

ბრაიან ჯონსონი და ანგუს იანგი AC/DC ფოტო: ჯოშ ჩაუსი

AC/DC-ის გზა მსოფლიო წარმატებამდე

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი