51 წლის წინ, ზოროს, სუპერმენისა და გორილას კოსტიუმების მორგების შემდეგ, ანგუს იანგმა მისი დის რჩევა გაითვალისწინა, შვილის სკოლის უნიფორმა ჩაიცვა და სწორედ ასე წარდგა სცენაზე. მას შემდეგ AC/DC-ის და ანგუს იანგის სცენური იმიჯიც უცვლელი დარჩა. ერთხელ, Billboard-თან ინტერვიუს დროს, მან ისიც ახსენა რომ ტურნეებისთვის 12 სხვადასხვა სკოლის ფორმას ატარებს.
„ჩვენ არასდროს გვიცდია თამაში. არასდროს ვუყურებთ, რას აკეთებენ სხვა ბენდები. როცა ყალბი ხარ ან სცენაზე ყოფნა არ გსურს, ამას გულშემატკივრები ყოველთვის გრძნობენ.” – თქვა 1996 წლის ინტერვიუში ანგუს იანგმა.
1975 წელს ავსტრალიაში AC/DC-ის სადებიუტო ალბომი High Voltage გამოვიდა, საიდანაც იწყება ბენდის იდენტობის ჩამოყალიბება. ალბომი 12 თვის შემდეგ აშშ-ში მოხვდა და რამდენიმე წელში AC/DC მსოფლიო როკვარსკვლავების რიგებს შორის აღმოჩნდა.
AC/DC-ის ყველა ალბომი, დაწყებული მათი კლასიკად ქცეული ნამუშევრებით, როგორიცაა 1980 წლის Back in Black და დამთავრებული შედარებით ნაკლებად ცნობილი ალბომებით, როგორიცაა 1995 წლის Ballbreaker, ერთსა და იმავე მუსიკალურ სტილს ინარჩუნებს, რომელიც ბენდმა 1975 წლის სადებიუტო ალბომში High Voltage ჩამოაყალიბა. 2014 წლის Rock or Bust-ის რეცენზიაში Billboard წერს: „ტრენდებმა, ასაკმა და ათწლეულების გასვლამ ვერ შეცვალა ის ძირითადი ფორმულა, რაც AC/DC-მ ჯერ კიდევ High Voltage-ით შექმნა.“
ერთხელ ანგუს იანგს ერთ-ერთმა ინტერვიუერმა უთხრა, რომ ზოგიერთების თქმით, AC/DC-მ ერთი და იგივე ალბომი ათჯერ ჩაწერა – რაზეც ანგუს იანგმა უპასუხა: „ეს ბინძური ტყუილია! ჩვენ ერთი და იგივე ალბომი თერთმეტჯერ ჩავწერეთ!“
AC/DC-ის 19 სტუდიური ალბომიდან Billboard 200-ის ტოპ 10-ში შვიდი ალბომია შესული, მათ შორის ორი – For Those About To Rock (We Salute You) (1981) და Black Ice (2008).
ფილიპ რადი, ანგუს იანგი, მარკ ევანსი, მალკოლმ იანგი და ბონ სკოტი AC/DC-ის წევრები 1977 წელი ფოტო: Michael Ochs Archives / Getty Images
Luminate-ის მონაცემებით AC/DC-ის ათმა სიმღერამ 177 მილიონი მოსმენის ნიშნულს გადააჭარბა, მათ შორის Thunderstruck-მა მილიარდამდე მოსმენა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ ბენდის საკონცერტო წარმატებები წლების შემდეგაც სტაბილურობას ინარჩუნებდა: 1978 წელს AC/DC სტადიონის სრულად გაყიდულ შოუებზე Aerosmith-თან ერთად გამოდიოდა, ხოლო Billboard Boxscore-ის ინფორმაციით, მათი ოთხი ყველაზე გაყიდვადი კონცერტი ავსტრალიის სტადიონებზე შედგა, სადაც ბენდმა $11.7 მილიონი, $12.8 მილიონი, $24.6 მილიონი და $27 მილიონი გამოიმუშავა.
2017 წელს ანგუს იანგის ძმა, ბენდის დამფუძნებელი წევრი, გიტარისტი მალკოლმ იანგი დემენციით გარდაიცვალა, თუმცა ბენდმა არსებობა არ შეწყვიტა. ჯგუფმა გლობალური ტურნე Power Up 10 აპრილს მინეაპოლისში Bank Stadium-ზე გახსნა.
სააგენტო CAA-ს AC/DC-ის ტურის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი ეკავა, – სააგენტოს ვეტერანების, რობ ლაიტის, ქრისტი დალსტონისა და ალისონ მაკგრეგორის ხელმძღვანელობით, ბენდის კონცერტები დაიგეგმა. გლობალური ტურის სახელწოდება კი ბენდის 2020 წლის Power Up ალბომიდან მოდის.
2018 წლის ბიოგრაფიაში High Voltage: The Life of Angus Young (ჯეფ აპტერი), AC/DC-ის უდრეკი და წარმატებული კარიერა 50 წლის წინ, High Voltage-ის გამოსვლით დაიწყო.
ერთხელ ანგუს იანგმა სიდნეიში მდებარე სტუდია Alberts-ზე თქვა: „მინდოდა, ეს კედლები წამეღო და ჩემთან შემენახა. გიტარა იქ პირდაპირ ცოცხლდებოდა. ცოტა ჩამოშლილი ადგილი იყო, თუმცა გასაოცარი ატმოსფერო და ენერგია იგრძნობოდა.”
AC/DC-ის გზა მუსიკალურ სამყაროში ტედ ალბერტთან ერთად დაიწყო. მისმა კომპანიამ, Albert Productions-მა 1965 წელს ხელი მოაწერა შეთანხმებას ავსტრალიურ როკ-ბენდთან The Easybeats-თან, რომელმაც გამოსცა ჰიტები – Friday on My Mind და St. Louis, 1969 წელს ბენდი დაშალა, სწორედ ამ ჯგუფის გიტარისტი, ჯორჯ იანგი იყო ანგუს იანგისა და მალკოლმ იანგის უფროსი ძმა. მათი წყალობით ალბერტთან AC/DC-მ 1974 წელს ხელშეკრულება გააფორმა. ჯორჯ იანგი და მისი ბენდის წევრი ჰარი ვანდა High Voltage-ის პროდიუსერები იყვნენ, მათ კი კარგად ესმოდათ, როგორ უნდა გმოევლინათ AC/DC-ის ენერგია სრულყოფილად.
„ეს იყო ჩვენი პირველი ნამდვილი ალბომი და სწორედ მან განსაზღვრა ჩვენი სტილი.“ – თქვა ანგუსმა 2003 წელს Guitar Player-თან ინტერვიუში.
“ალბომის პირველი ტრეკი It’s a Long Way to the Top (If You Wanna Rock ’n’ Roll) უბრალოდ ჯემით დაიწყო.” – იხსენებს ანგუს იანგი 1992 წლის ინტერვიუში, რომელიც მოგვიანებით ჟურნალ Classic Rock-ში გამოქვეყნდა.
„უბრალოდ, ჩვენ მუსიკას ვუკრავდით, ჩემი ძმა ჯორჯი ჩაწერას არ წყვეტდა. როცა დაკვრა დავამთავრეთ, ის აღტაცებული ყვიროდა: საოცარია, მაგარია, მაგარია! შენ ვერ ხვდები, რა ხდება. შემდეგ მან ჩართო ჩანაწერი და… აი, ეს არის. – მაგიური ატმოსფერო შეიქმნა.“
მიუხედავად იმისა, რომ AC/DC ცნობილია თამამი ტექსტებით – It’s a Long Way to the Top (If You Wanna Rock ’n’ Roll) თითქმის ფოლკ ბალადას ჰგავს, რომელიც გვიყვება დაუღალავი შრომისა და იმედგაცრუებების შესახებ. სწორედ ამიტომ, ქანთრისა და ფოლკის ჟანრის შემსრულებლებმაც კი, როგორებიც არიან ლუსინდა უილიამსი და კოდი ჯინქსი, ამ სიმღერის ქავერ ვერსიები ჩაწერეს.
ალბომი High Voltage-ს ამერიკაში 1976 წელს გამოჩნდა, თუმცა დადებითი შეფასების ნაცვლად მას ბევრი აკრიტიკებდა. ბევრი კრიტიკოსი ალბომის მისამართით ცინიზმსაც არ იშურებდა. Rolling Stone-ის გამომცემლობაში მუსიკის კრიტიკოსმა ამ ჟანრს „უხერხულობის ზღვარზე მყოფი“ უწოდა. ირა კაპლანმა (მომავალი Yo La Tengo-ს ფრონტმენი) სტატია დაწერა, რომელშიც ნათქვამი იყო: „მუსიკალურად ახალი არაფერია, თუმცა AC/DC კლიშეებს გადაჭარბებული სილაღით უტევს.“
არაერთმა კრიტიკოსმა იმ დროს მკაცრად შეაფასა მალკომის გიტარის რითმები და ანგუსის ინტერპრეტაციები Muddy Waters-ისა და Chuck Berry-ის სიმღერებზე.
„მაშინ Rolling Stone ნამდვილად ინტერესდებოდა პანკ-ჟანრით და ყველაფერს თანამედროვე ტენდენციებთან ამოწმებდნენ, ჩვენ კი ვაკეთებდით როკენროლს და არ ვაპირებდით რაიმეს შეცვლას.” – განაცხადა 2020 წელს Vulture-თან ინტერვიუს დროს ანგუს იანგმა.
ფოტო: Dick Barnatt / Redferns
ბენდმა ასევე დაუკრა CBGB-ში, ნიუ-იორკის პანკ ცენტრში, სადაც პოპულარობა მოიპოვეს ისეთმა ბენდებმა და არტისტებმა როგორებიც არიან: Ramones, პატი სმითი, Blondie და Talking Heads. როცა Atlantic-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი აჰმეტ ერტეგუნი AC/DC-ის კონცერტს დაესწრო, გადაწყვიტა, ბენდთან Atco ლეიბლის ხელშეკრულება გაეფორმებინა
ალბომი High Voltage თავდაპირველად ვერ გახდა ბენდის ჰიტ ალბომი ვერც ავსტრალიაში და ვერც აშშ-ში. მათი სიმღერა T.N.T. Billboard-ის Hot 100-შიც არ მოხვედრილა, თუმცა შემდეგ ეს სიმღერა ბენდის საყვარელ ტრეკად იქცა, რომელსაც 436 მილიონი აშშ-ის სტრიმი და 826 მილიონი Spotify-ის მოსმენა აქვს.
AC/DC-ის პირველი სიმღერა, რომელიც Hot 100-ში მოხვდა Highway to Hell იყო.
ერთის მხრივ AC/DC-ის ხანგრძლივი კარიერა მათი კომერციული წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია, მეორე მხარეს კი მათი სიმღერების კომბინაცია დგას, რომლებიც, რამდენჯერაც არ უნდა მოისმინოთ რადიოში თუ სცენაზე, ყოველთვის სრულყოფილად ჟღერს.
Metallica-ს ჯეიმს ჰეტფილდმა 2016 წელს Billboard-თან საუბრისას AC/DC-ის ანგუს იანგზე თქვა: „ეს კაცი ყოველ ღამე ისე იოფლება, არ მჯერა, რომ მისი თავი ჯერ კიდევ მის მხრებზეა.”