Doechii-ს თქმით, SZA-ს ალბომმა მას ყოფილ შეყვარებულთან დაშორებისკენ უბიძგა

„SZA-მ შთამაგონა, როგორ ვყოფილიყავი მუსიკაში გულწრფელი და სენსიტიური, რაც მანამდე ვერ წარმომედგინა,” – თქვა Doechii-მ ინტერვიუში.
Doechii ესწრება Billboard Women in Music 2025-ის ცერემონიას. 2025 წლის 29 მარტი, ლოს-ანჯელესი.
Gilbert Flores

როგორც აღმოჩნდა, SZA-ს სადებიუტო ალბომის წყალობით, წლების წინ Doechii-მ შეძლო, ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობა დაესრულებინა. 

ახლახან Doechii ჟურნალ Cosmopolitan-ის ყდაზე გამოჩნდა. ნომრის მთავარ ინტერვიუში არტისტმა გაიხსენა, როგორ დაეხმარა  Ctrl-ის მოსმენა, რომ თავი დაეღწია მაშინდელი შეყვარებულისთვის, რომელიც, მისი თქმით, მის კრეატიულობას ზღუდავდა. ამ დროს Doechii 18 წლის იყო. „შეყვარებული მყავდა, რომელსაც ჩემი მუსიკა არ მოსწონდა და ეს ძალიან მიშლიდა ხელს,“ – უამბო მან გამოცემას. როგორც რეპერმა გაამხილა, ყოფილი მეგობარი ბიჭის გავლენამ მას მუსიკის წერაც კი შეაწყვეტინა. „მის აზრს ზედმეტად სერიოზულად ვეკიდებოდი. მას უბრალოდ არ ესმოდა, რას ვაკეთებდი,” – თქვა Doechii-მ ინტერვიუში.

„მახსოვს, პირველად, როცა SZA-ს Ctrl-ს მოვუსმინე, იმ მომენტში მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავშორებულიყავი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ SZA-მ შთამაგონა, როგორ ვყოფილიყავი მუსიკაში გულწრფელი და სენსიტიური, რაც მანამდე ვერ წარმომედგინა.“

ამ გადაწყვეტილებიდან რვა წლის შემდეგ, Doechii გახდა მესამე ქალი, რომელმაც რეპის საუკეთესო ალბომისთვის გრემი მოიგო – ჯილდო მას თებერვალში გადაეცა მიქსტეიპისთვის Alligator Bites Never Heal გადაეცა. მარტში Billboard-მა ის 2025 წელს წლის ქალად დაასახელა. ახლა Doechii სხვა ურთიერთობაშია – ამჯერად მისი რჩეული ქალია. „ჩემი არსებობა, როგორც შავკანიანი ქვიარ ქალისა, უკვე მნიშვნელოვანი განაცხადია ჰიპ-ჰოპის ჟანრში.“

„შავკანიანი ქვიარ ქალის პერსპექტივიდან გულწრფელად ვსაუბრობ და საკუთარი ცხოვრების ამ ხედვით გადმოცემა ჩემთვის მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა Doechii-მ. 

ინტერვიუში Doechii სხვა გავლენიან არტისტს, ბიონსესაც  შეეხო: „ის ლიდერის განსახიერებაა. ვაფასებ, როგორც წარმართავს თავის კარიერას.”

იხილეთ Doechii-ს ფოტო Cosmopolitan-ის ყდაზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრაიან ჯონსონი და ანგუს იანგი AC/DC ფოტო: ჯოშ ჩაუსი

AC/DC-ის გზა მსოფლიო წარმატებამდე

შემდეგი სტატია

eZo Festival

Last Dance of Ezo Festival – ეზო ფესტივალი მსმენელს ემშვიდობება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი