Last Dance of Ezo Festival – ეზო ფესტივალი მსმენელს ემშვიდობება

“მიუხედავად ემოციური, ფინანსური თუ მენტალური გამოწვევებისა, თავს უფლება ვერ მივეცით, კიდევ ერთხელ არ შევხვედროდით ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მაინც გიმზადებთ ბოლო, გამოსამშვიდობებელ ფესტივალს.” – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
eZo Festival
eZo Festival

ელექტრონული მუსიკის გამორჩეული ფესტივალი –  eZo Festival 2014 წელს დაარსდა და თბილისში, მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე რამდენიმეწლიან დაუვიწყარ ისტორიას ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ის  მსმენელისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, ფერადი და საინტერესო ადგილი იყო, რომელსაც  Mzesumzira Community უწევდა ორგნიზებას.

წელს ფესტივალს 10 წელი უსრულდება და ორგანიზატორები ამ თარიღის აღსანიშნად განსაკუთრებით ემზადებოდნენ, თუმცა როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მიწათსარგებლობის გენ. გეგმის მიხედვით, ფესტივალის ტერიტორია სატყეო ზონაში მოექცა, იჯარის ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა და მის ჩატარებაზე ორგანიზატორებს უარი უთხრეს.

Biilboard Georgia უცვლელად გთავაზობთ eZo Festival-ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას.

“მეგობრებო, მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს თქვენთვის სათქმელი:

წელს ეზო ფესტივალი 10 წლის ხდება.

ბუნებრივია, ვგეგმავდით, რომ სახლში, ჩვენსავე ეზოში აღგვენიშნა ასეთი მნიშვნელოვანი იუბილე, მაგრამ თბილისის მიწათსარგებლობის გენ. გეგმის მიხედვით, ჩვენი ფესტივალის ტერიტორია სატყეო ზონაში მოექცა, შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულება აღარ გაგვიგრძელდა და ეზო ფესტივალის ჩატარებაზეც უარი გვითხრეს.

რაც შეგვეძელო და არ შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაბადების დღეზე, სახლში მოგვეპატიჟებინეთ, მაგრამ არ გამოვიდა.  დაუჯერებელია, მაგრამ ამ წერილს უკვე სივრცის დემონტაჟის ფონზე ვწერთ.

ეს პროცესი ემოციურად ისეთი რთული აღმოჩნდა, ცრემლების შეკავება აზრადაც არ მოგვსვლია.

ვიხსენებთ ყველას, ვინც ეს ფესტივალი აქამდე მოიყვანა – კომუნის ყველა წევრს, მეგობრებს, ეზოს გულშემატკივრებს, სტუმრებსა და არტისტებს.

გახსენებაც კი რთულია ემოციურად; ამ 10 წლიან გზაზე რამდენი მეგობარი შევიძინეთ, რამდენ არტისტს ვუმასპინძლეთ, რამდენ დაუვიწყარ მთვარის ჩასვლასა და მზის ამოსვლას ვუყურეთ ერთად…

თუმცა ერთ კარგ ამბავსაც გეტყვით, – მიუხედავად ემოციური, ფინანსური თუ მენტალური გამოწვევებისა, თავს უფლება ვერ მივეცით, კიდევ ერთხელ არ შევხვედროდით ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მაინც გიმზადებთ ბოლო, გამოსამშვიდობებელ ფესტივალს: Last Dance of Ezo Festival – დაგემშვიდობებით ჩვენთვის სიმბოლურ ადგილას, იქ, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგით და სადაც ვიცით, რომ შევძლებთ, შევქმნათ ის განწყობა, რომელიც ეზოზე გვხვდებოდა და გვძირავდა თავგადასავლების დიდ მორევში.

ამ რთული პერიოდის გადალახვაში, თქვენი მხარდაჭერა წარმოუდგენლლად  მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ერთობა გვაძლევს ძალას, ვიდგეთ ფეხზე და დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც წინ ვიყუროთ. ყოველთვის დავრჩებით მადლიერები თქვენთან ერთად გატარებული დაუვიწყარი დღეების.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ პროცესმა ძალიან დიდ ფინანსურ პრობლემებს დაუდო სათავე. მომავალში გადასაჭრელმა ყველა საკითხმა ახლა, ამ მომენტში მოიყარა თავი. შესაბამისად, ბოლო საფესტივალო დღეები და თქვენი მხარდაჭერა ამ მხრივაცაა მნიშვნელოვანი.

მართალია, ეს ბოლო eZo ფესტივალი იქნება, მაგრამ ზაფხულის განმავლობაში კვლავ შევხვდებით eZo Club Night-ის ფორმატით რამდენიმე გამორჩეულ საკლუბო სივრცეში.

გვჯერა, ბოლო საფესტივალი დღეებით eZo-ს ცხოვრების მხოლოდ ერთი თავი სრულდება. ჯერ არ ვიცით ზუსტი გეგმა, არც ახალი ინსპირაციები მიგვიღია, თუმცა გვწამს, რომ eZo აუცილებლად იპოვის ახალ სიცოცხლეს.

თქვენ კი გამოგვყევით ამ გზაზე, ჯერაც ბევრი რამ გვაქვს გასახსენებელი და მოსაყოლი.

სიყვარულით,

eZo.

P.S. იმ ერთგულ სტუმრებსა და მეგობრებს კი, რომლებმაც ახალი წლის გაუქმებული ღამის ბილეთი არ დააბრუნეთ, გეტყვით, რომ მაგ სიკეთეს არ გივიწყებთ; მეილებს უდარაჯეთ – თქვენ ახალი ბილეთი გამოგეგზავნებათ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doechii-ს თქმით, SZA-ს ალბომმა მას ყოფილ შეყვარებულთან დაშორებისკენ უბიძგა

შემდეგი სტატია

Oasis Simon Emmett/Press

ლაიამ და ნოელ გალაგერები აღდგომას ერთად შეხვდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
მეტი

2026 წელს Tomorrowland-ის დებიუტი აზიაში შედგება

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მიზნისკენ, მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ლიდერის გლობალურ ტურიზმში,” - აღნიშნავს ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაცია ფესტივალის ქვეყანაში შესვლის შესახებ.
მეტი
მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის მესამე კონცერტი 15 დეკემბერს გაიმართება

ვოკალური მუსიკის საღამოზე - „ესპანური რიტმები” მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, ოპერის ორკესტრი და მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი წარდგებიან.
მეტი

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“

ფესტივალი, რომლის ორგანიზატორიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაა, 2-23 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
მეტი