ლაიამ და ნოელ გალაგერები აღდგომას ერთად შეხვდნენ

2009 წელს ბენდის დაშლის შემდეგ Oasis-ის პირველი კონცერტი ამ ზაფხულს გაიმართება
Oasis Simon Emmett/Press
Oasis Simon Emmett/Press

კვირას ლაიამ გალაგერმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი აღნიშნავს რომ აღდგომას ძმასთან, ნოელ გალაგერთან და მის ორ შვილთან, დონოვანთან და სონისთან ერთად შეხვდა:

„ბიბლიური აღდგომა გვქონდა, ნოელი, დონოვანი და სონი სახლში ჩაიზე გვესტუმრნენ, საოცარი გრძნობა იყო ამ ლამაზი ახალგაზრდების გაცნობა.” – წერს არტისტი.

ეს შეხვედრა სულ რამდენიმე თვით უსწრებს Oasis-ის პირველ გაერთიანებულ კონცერტებს. ბენდის  ხმაურიანი დაშლის შემდეგ ლეგენდარული ბრიტპოპ ჯგუფი მსოფლიო ტურს ივლისში დაიწყებს. ცნობისთვის, ამ დროისთვის უკვე 41 კონცერტია დაანონსებული.

ტურის პირველი ორი კონცერტი Principality-ის სტადიონზე, უელსში 4-5 ივლისს გაიმართება, ტური ბრიტანეთში 24 აგვისტომდე გაგრძელდება, შემდეგ კი ბენდი ამერიკაში, მექსიკაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ავსტრალიაში აპირებს ტურნეს გაგრძელებას.

ახალი ერთობლივი ტური ათწლეულის განმავლობაში ძმებს შორის არსებული დაძაბულობის შემდეგ გაიმართება. Oasis-ს ბოლო ტური 2009 წელს ჰქონდა, ამავე წელს  პარიზში მათ შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ძმები ერთმანეთს  ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კონფლიქტმა საბოლოოდ ბენდი დაშლამდე მიიყვანა, რის შემდეგაც ორივე ძმის მუსიკალური გზა გაიყო: ლაიამ გალაგერმა სოლო კარიერა დაიწყო და  რამდენიმე ალბომიც გამოსცა, ხოლო ნოელმა  ჯგუფი High Flying Birds შექმნა.
გასულ თვეს ბენდმა განაცხადა, რომ Oasis Live ’25 ტურნეზე დოკუმენტური ფილმის გადაღება იგეგმება, რომელიც BAFTA-სა და ოსკარზე ნომინირებული სცენარისტისა და პროდიუსერის, სტივენ ნაიტის ხელმძღვანელობით შეიქმნება, ფილმის რეჟისორები კი დილან სოუთერნი და უილიამ ლოვლესი იქნებიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

eZo Festival

Last Dance of Ezo Festival – ეზო ფესტივალი მსმენელს ემშვიდობება

შემდეგი სტატია

ტინა ნოულსი იხსენებს პერიოდს, როცა ბიონსეს პირველ ორსულობასთან დაკავშირებით ცრუ ჭორები გავრცელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი