ტინა ნოულსი იხსენებს პერიოდს, როცა ბიონსეს პირველ ორსულობასთან დაკავშირებით ცრუ ჭორები გავრცელდა

„ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი იყო,” – აღნიშნა ტინა ნოულსმა.
ტინა ნოულსი და ბიონსე 2024 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე.
Michael Loccisano/Getty Images

პრესასთან საუბრისას ტინა ნოულსმა გაიხსენა პერიოდი, როცა ბიონსეს პირველ ორსულობას უარყოფითი გამოხმაურება და ცრუ ბრალდებები მოჰყვა.  

People-თან ინტერვიუში, რომელიც ნოულსის ახალი მემუარების – Matriarch-ის გამოსვლის დღეს, 22 აპრილს გამოქვეყნდა, ტინამ წარსულ გამოცდილებაზე ისაუბრა. უფრო კონკრეტულად კი გაიხსენა 2011 წელი, როცა გავრცელდა ხმები, რომ ბიონსე ფეხმძიმობასთან დაკვშირებით იტყუებოდა. 

„ძალიან მტკივნეული იყო იმის მოსმენა, როგორ ავრცელებდა ხალხი საშინელებებს და მთელ ჩემ ოჯახს სიცრუეში სდებდა ბრალს. თითქოს ყველა ჩართული ვიყავით ამ შეთქმულებაში და ვიტყუებოდით ისეთ რამეზე, რაც წმინდად მიგვაჩნდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ვერაფერს ვამბობდი. ბიონსე მეუბნებოდა: თუ ხმას ამოიღებ, უფრო მეტად გაამწვავებ ამბავს. და მართლაც, ეს ჭორი დიდხანს არ გაქარწყლდა,” – აღნიშნა ტინა ნოულსმა. 

„ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ის არის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ასე მოქცევა შეუძლიათ,“ – თქვა ნოულსმა და დაამატა, რომ პოპ-კულტურის გარშემო ჭორები მისთვის, როგორც დედისთვის, დღემდე გამოწვევად რჩება: ყოველთვის ვებრძვი სიცრუეს. ახლაც ვებრძვი. გამუდმებით ვრცელდება წარმოუდგენელი ჭორები.”

ხმები იმის შესახებ, რომ ბიონსე ორსულობის შესახებ იტყუებოდა, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვარსკვლავი 2011 წელს ავსტრალიურ შოუში გამოჩნდა. ინტერვიუს დროს, როდესაც სტუმრის ადგილას დაჯდა, ზოგიერთ მაყურებელს მოეჩვენა, თითქოს მას ხელოვნური მუცელი ჰქონდა, რასაც ინტერნეტ სივრცეში კონსპირაციული თეორიები მოჰყვა. მაშინაც კი, როცა 2012 წლის იანვარში ბლუ აივი დაიბადა, ზოგიერთი მაინც ფიქრობდა, რომ ბიონსემ  და ჯეი ზიმ შვილი სუროგატი დედის დახმარებით გააჩინეს. მაშინ ბიონსეს პიარმა ეს ხმები უარყო და ჭორებს „საშინლად სულელური და აბსურდული“

უწოდა. თავად ბიონსემ მოგვიანებით People-ს უთხრა: „ეს უბრალოდ სიგიჟე იყო.” დღეს ბიონსე და ჯეი ზი ბლუ აივისთან ერთად შვიდი წლის ტყუპების მშობლებიც არიან. 

ახლახან The Independent-მა ტინა ნიულსის წიგნიდან ამონარიდები გამოაქვეყნა. „ყველაზე საშინელება ის იყო, რომ არავინ იცოდა, რამდენად მძიმე გზა გაიარა ბიონსემ რამდენიმე შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ. და როცა ბოლოს, როგორც იქნა, დაორსულდა და შეძლო, მუცლით შვილი ეტარებინა, მთელი სამყარო დასცინოდა და სტრესში ამყოფებდა. არავინ იცოდა, რისი გადატანა მოუხდათ ბიონსეს, ჯეის და მთლიანად ჩვენს ოჯახს.“ – წერს ნოულსი წიგნში Matriarch.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Oasis Simon Emmett/Press

ლაიამ და ნოელ გალაგერები აღდგომას ერთად შეხვდნენ

შემდეგი სტატია

„პოპის პრინცი” – ჯასტინ ტიმბერლეიკი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი